შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანალოგიურ ტურნირზე მომავალ წელს, ინგლისში იასპარეზებს. ამის უფლება "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახლახან ლისაბონში დასრულებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" მოიპოვეს. 2017 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო - თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი პირველ ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იაპონია, იტალია და შოტლანდია იბრძოლებენ. სწორედ ამათგან ერთ-ერთს შეცვლის, სავარაუდოდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომავალ წელიწადს.
A ჯგუფი
ინგლისი-იაპონია 59:7,
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. უელსი - 0, 4. იაპონია - 0.
II ტური
საფრანგეთი-იაპონია, ინგლისი-უელსი
B ჯგუფი
სამხრეთი აფრიკა-იტალია 33:5, ავსტრალია-სამოა 34:22
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამოა - 0, 4. იტალია - 0.
II ტური
სამხრეთი აფრიკა-სამოა, ავსტრალია-იტალია
C ჯგუფი
ახალი ზელანდია-შოტლანდია 68:10, არგენტინა-ირლანდია 16:18
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. არგენტინა - 1, 4. შოტლანდია - 0.
II ტური
ახალი ზელანდია-არგენტინა, ირლანდია-შოტლანდია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://en.wikipedia.org/wiki/2015_World_Rugby_Under_20_Championship#Pool_stage