მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ახლახან იტალიაში დასრულდა, გამარჯვება ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიპოვა. "ბეიბი ბლექსმა" ფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა - 21:16.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მე-11 ადგილისთვის მებრძოლთა დაპირისპირება იყო, რომელშიც მასპინძელთა გუნდმა სამოასთან მატჩის ბოლოს ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მეტოქე 20:19 დაამარცხა.
შედეგად, ელიტას სწორედ სამოა დატოვებს და მომავალ წელს მის ადგილს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაიკავებს. სამოელები კი "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცხადია, ყველა ადგილი გათამაშდა. შედეგების მიხედვით
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაისად ინგლისში, ივნისში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
XI ტური
იტალია-სამოა 20:19
IX ტური
არგენტინა-იაპონია 38:21
VII ადგილი
ირლანდია-შოტლანდია 17:9
V ადგილი
უელსი-ავსტრალია 23:28
III ადგილი
საფრანგეთი-სამ. აფრიკა 18:31
ფინალი
ახ. ზელანდია-ინგლისი 21:16
1. ახ. ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამ. აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. უელსი, 7. ირლანდია, 8. შოტლანდია, 9. არგენტინა, 10. იაპონია, 11. იტალია, 12. სამოა.
სავარაუდოდ
A ჯგუფი: ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, საქართველო.
B ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, შოტლანდია, იტალია.
C ჯგუფი: სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, არგენტინა, იაპონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"