ყოჩები: (15-9) მახარაშვილი, გეგენავა, ინაშვილი, კობერიძე, ნიჟარაძე, გაბუნია, ხელაძე (ვასაძე 45). (1-8) გოგიშვილი (ბეჯჟუაშვილი 56), ანთაძე, ხოსიტაშვილი, ბელაშვილი, არჩუაშვილი, გრძელიშვილი, ტყეშელიაძე, ნიკოლაიშვილი.
ლ: ბელაშვილი. გ,ს: მახარაშვილი
სინბინი: ხოსიტაშვილი
აია: (15-9) ძნელაძე (კუხიანიძე 76), აბრამიძე (გოგლიჩიძე 75), ცნობილაძე, სინაურიძე, გოშაძე, შარვაშიძე, გოგია. (1-8) ლომიძე (გურეშიძე 59), მატკავა, ჩხიკვაძე (ერისთავი 65), მეტრეველი, ჩიტეიშვილი (ცირეკიძე 60), რევიშვილი, შალამბერიძე, ძაგნიძე (ლომოძე 73)
2ლ: აბრამიძე (2). 2გ3ს: სინაურიძე
მსაჯი: გ.ჯავახიშვილი
დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის აუტსაიდერმა, თბილისის "ყოჩებმა" სატურნირო ცხრილის პირველ
საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე მასპინძლებს ხუთი მატჩიდან ხუთივე წაგებული ჰქონდა. "აიას" კი თბილისში მეტოქეს სრულიად საპირისპირო შედეგით ესტუმრა. ქუთათურები ეროვნულ ჩემპიონატში დღემდე დაუმარცხებელნი არიან.
თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. თბილისელთა გუნდიდან საქართველოს ნაკრებში ორი მორაგბე მიიწვიეს შალვა მამუკაშვილი და გიორგი ბეგაძე. სამაგიეროდ "აიას" მთავარი დამტრყმელი ძალა, გუნდის ლიდერები, ასევე ნაკრებში მიწვეული უკანახაზელები ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე და ირაკლი გიორგაძე დააკდლა.
თავად განსაჯეთ, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის "კინგზთან" გატანილი ორი ლელოდან, ორივე "აიას" მოთამაშეებმა, ჩხიკვაძემ და ხამაშურიძემ მიითვალეს. ეროვნულ ნაკრებში მიწვეულთა ადგილები ქუთათურთა გუნდში ზურაბ ძნელაძემ, გიორგი ცნობილაძემ და ლევან შარვაშიძემ დაიკავეს.
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, "აიას"მორაგბეთა შეტევებით დაიწყო და ანგარიში მატჩის დებიუტშივე, მე-2 წუთზე გახსნეს. საჯარიმო გაგა სინაურიძემ გაიტანა - 3:0. მანვე 12 წუთში კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად - 6:0, თუმცა მერე ორჯერ საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
"ყოჩებს" ანგარიშის შემცირების შანსი 21-ე წუთზე შეექმნა, თუმცა ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა ზედმეტად ინერვიულა და ხელსაყრელი პოზიციდან ბურთი კარს ააცილა. "აიამ", რომელიც ძირითადად შერკინებით თამაშს მიანიჭა უპირატესობა ანგარიშში სხვაობის გაზრდა 29- ე წუთზე შეძლო.
"ყოჩების" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება ხან ერთი, ხან მეორე გუნდის სასარგებლოდ რამდენჯერმე დაინიშნა. "აიას" ცხრა ნომრემა ლევან გოგიამ ბურთი აიტაცა და მარცხენა, მოკლე ფრთაზე შეუტია, სადაც ქუთათურები რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ. გოგიამ რამდენიმე მეტრი გაიარა და კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ გარემარბ გიორგი აბრამიძეს გადააწოდა, რომელსაც ლელოში შესვლა აღარ გასჭირვებია. სინაურიძემ საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 13:0.
"ყოჩები" პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრს ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე "აიასთან" ვერას გახდა და ტაიმი მშრალი ანგარიშით დათმო.
შესვენების შემდეგ, თამაში "აიას" იერიშებით განახლდა და 42-ე წუთზე ისევ გარემარბმა გიორგი აბრამიძემ იყოჩაღა. "ყოჩებმა" ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოიტანეს, რომელიც ამ შეხვედრაში ფულბეკად გამწესებულმა ზურაბ ძნელაძემ მოედნის ცენტრის ხაზთან დაიჭირა. ოდნავ წინ წაიწია და მარცხნივ აბრამიძეს გადააწოდა, რომელმაც მეტოქის ხაზში დაუცველი სივრცე დროულად შენიშნა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს ხელიდან გაუსხლტა, ჩათვლის მოედნამდე ორმოცი მეტრი ირბინა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. სინაურიძემ გარდასახა - 20:0.
"აიასთან" ოცქულიანი სხვაობის აღმოფხვრისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი, უსარგებლო საქმეა, თუმცა "ყოჩებმა", რომელიც მუდამ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა. მით უფრო, რომ მატჩის დასრულებამდე დრო საკმარისად იყო. 38 წუთში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.
მომდევნო 15 წუთში "ყოჩებმა" სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლეს. "აიამ", როგორც ჩანს, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და ოდნავ მოეშვა. შედეგად, 52-ე წუთზე მასპინძლებმა ლელოს გატანა მოახერხეს. თბილისურმა გუნდმა მეტოქის ლელოდან ათ მეტრში დანიშნული საჯარიმო გაათამაშა, მორკინალებმა მოლი ააგორეს და რამდენიმე მძალვრი ბიძგის შემდეგ ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში მეორეხაზელი დავით ბელაშვილი იყო. მახარაშვილმა გარდასხვა ზუსტად დაარტყა - 7:20.
მანვე შვიდ წუთში საჯარიმოც გაიტანა და სხვაობა ათ ქულამდე შეამცირა - 10:20. თამაშის დამთავრებამდე 20 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ჩამორჩენის აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელია. თუმცა "აიამ" დროულად შეძლო მობილიზება და საბრძოლო შემართების აღდგენა. შედეგად 65-ე წუთზე სინაურიძემ საჯარომოდან კიდევე ერთხელ გაიტანა და ქუთათურები 13 ქულით დააწინაურა - 23:10.
დარჩენილ დროში ორივე გუნდმა თამაშს დიდი ენერგია შეალია. ლელოს გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ და სტუმრებსაც, მაგრამ მატჩი ისე დსრულდა ანგარიში აღარ შეცვლილა. "აიამ" ზედიზედ მეექვსედ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა.
****
მე-6 ტურში სენსაციურად დასრულდა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის "ლოკომოტივის" დაპირისპირება "აკადემიასთან". რკინიგზელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, რაც აკადემიელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და მრისხანე მეტოქეს 24:10 მოუგეს.
სენსაციამდე ცოტა დააკლდა თბილისის "არმაზს", რომელმაც დიდი ბრძოლა გაუმართა ჩემპიონატის ფავორიტ "არმიას". თუმცა არმიელებმა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და 28:25 მოიგეს.
VI ტური
ლოკომოტივი-აკადემია 10:24
არმია-არმაზი 28:25
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 6 6 0 0 +95 12
2.არმია 6 4 1 1 +21 9
3.ლელო 6 4 0 2 +47 8
4.აკადემია 6 2 2 2 -3 6
5.ლოკომოტივი 6 3 0 3 +18 6
6.არმაზი 6 2 1 3 -27 5
7.ხარები 6 1 0 5 -66 2
8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0
VII ტური
აია-არმია, ხარები-ყოჩები, აკადემია-ლელო, არმაზი-ლოკომოტივი