პირველი წრე "ბათუმმა" მოიგო

AutoSharing Option
I ლიგაში პირველი წრის ბოლო, მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს გათამაშების ლიდერების თბილისის "ჯიქებისა" და "ბათუმი XV" -ის დაპირისპირება იწვევდა. ორივე გუნდმა ექვსი შეხვედრიდან ექვსივე მოიგო და დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე უნდა გარკვეულიყო, რომელი მათგანი არის უმაღლეს ლიგაში დაწინაურების რეალური კანდიდატი.

თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა, თუმცა გუნდებს ცდა არ დაუკლიათ შესანიშნავი რაგბი ეთამაშათ. "ჯიქების" ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ბოლომდე, დიდი ჟინით იბრძოლა, თუმცა ბათუმელთა გამოცდილებას მაინც ვერაფერი მოუხერხეს და 15:24 წააგეს.

შედეგად "ბათუმი XV" სატურნირო
ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო ტურში ბთუმელები სტუმრად დაუპირისპირდებიან აუტსაიდერ ოზურგეთის "არწივებს", რომელმაც პირველი წრის ბოლო ტურში სტუმრად წააგო "თი ბი სი"-სთან 5:33. ეს უკანასკნელი მეორე ადგილოსან "ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება.

"ჯიქები" მე-8 ტურში ქუთაისის "ბაგრატს" უმასპინძლებს, რომელმაც ფოთში დაძაბულ ბრძოლაში სძლია "რაინდებს" - 19:11. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "ხულიგანამ" სამოყვარულო გუნდი დევები დაამარცხა 36:5.

I ლიგა
VII ტური
თი ბი სი-არწივები 33:5, დევები-ხულიგანა 5:36, რაინდები-ბაგრატი 11:19, ჯიქები-ბათუმი XV 15:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი XV - 14 ქულა, 2. ჯიქები - 12, 3. თი ბი სი - 10, 4. ხულიგანა - 8, 5. ბაგრატი - 6, 6. დევები - 4, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.

VIII ტური
არწივები-ბათუმი, ჯიქები-ბაგრატი, რაინდები-ხულიგანა, დევები-თი ბი სი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული