მეშვიდე ტურში სამი მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება. დიდ დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე ერთმანეთს თბილისური გუნდები "ლელო" და "აკადემია" დუპირისპირდებიან.

დარჩენილი სამი შეხვედრა კი, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო. ქვეყნის ჩემპიონი "ლოკომოტვი" თბილსის " არმაზს" 29 ივნისს დაუპირისპირდება. გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" კი უახლოეს მდევარ "არმიას" მალთაყვაში 30 ივნისს უმასპინძლებს. გაცილებით გვიან, 25 აგვისტოს გაიმართება რუსთავში, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტების, "ხარებისა" და "ყოჩების" მატჩი.

"ლელოსა" და "აკადემიას" დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ეს
გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთად გადმოვიდნენ და მათი პირველ ლიგაში დაწყებული "ქიშპობა" დღემდე გრძელდება.

სატურნირო ცხრილში ეს გუნდები დღესდღეობით მეზობლები არიან. "აკადემიამ" წინა, მეექვსე ტურში შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონ "ლოკომოტივს" მოუგო 24:10. აკადემიელები მუდამ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ და ამჯერადაც, რკინიგზელებთან გამარჯვებით საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი, ვფიქრობთ, "ლელოსაც" ბევრ პრობლემებს შეუქმნიან.

საქართველოს თასის მფლობელს მე-6 ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერის, რუსთავის "ხარების" დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა. ლელოელებს სამი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და სანდრო თოდუა საქართველოს ნაკრების შემდეგენლობაში რუმინთის დედაქალქ ბუქარესტში იმყოფებიან.

VII ტური
18 ივნისი
ლელო-აკადემია

29 ივნისი
არმაზი-ლოკომოტივი

30 ივნისი
აია-არმია

25 აგვიტო
ხარები-ყოჩები

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 6 6 0 0 +95 12
2.არმია 6 4 1 1 +21 9
3.ლელო 6 4 0 2 +47 8
4.აკადემია 6 2 2 2 -3 6
5.ლოკომოტივი 6 3 0 3 +18 6
6.არმაზი 6 2 1 3 -27 5
7.ხარები 6 1 0 5 -66 2
8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული