"ჯიქებს" კი შედარებით უფრო მძიმე ბრძოლა გადახდა თბილისში "ხულიგანასთან", თუმცა გამარჯვებას მაინც მიაღწია - 21:17. აღსანიშნავია, რომ ფარ-ხმალს არ ყრის და ლიდერებს კვალში უდგას თბილისის "თი ბი სი", რომელმაც შინ დაამარცხა ფოთის "რაინდები" - 41:10.
"თი ბი სი"-ს და "ჯქებს" თანაბარი, 14-14 ქულა დაუგროვდათ,
I ლიგა
IX ტური
თი ბი სი-რაინდები 41:10, დევები-არწივები 16:10, ხულიგანა-ჯიქები 17:21, ბაგრატი-ბათუმი 5:34
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი - 18 ქულა, 2. ჯიქები - 14, 3. თი ბი სი - 14, 4. ხულიგანა - 8, 5. ბაგრატი - 6, 6. დევები - 6, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.
გადატანილი, 3 ივლისი
ჯიქები-ბაგრატი, რაინდები ხულიგანა
X ტური, 4 სექტემბერი
არწივები-ბაგრატი, ბათუმი XV-ხულიგანა, ჯიქები-თი ბი სი, რაინდები-დევები
დამთავრდა რეგულარული გათამაშება ჭაბუკთა A და B ლიგებში. A ლიგაში რვა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. საუკეთესო შედეგი ქუთაისის "აიამ" აჩვენა, რომელმაც A ჯგუფში შვიდიდან შვიდივე თამაში მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. მისი მეტოქე მეოთხდფინალში B ჯგუფის მეოთხეადგილოსანი რუსთავის "ხარები" იქნება.
B ჯგუფში კი პირველ ადგილზე ასპარეზობა შვიდიდან ექვსი მოგებით თბილისის "აკადემიამ" დაასრულა, ასეთივე შედეგი აჩვენა "ჯიქებმაც", თუმცა ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით უპირატესობა "აკადემიას" მიენიჭა. ამ გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში A ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასული "ყოჩები" იქნება. "ჯიქები" კი მესამეადგილოსან "ლელოს" დაუპირისპირდება.
A ლიგა
მეოთხედფინალი
ხარები-აია, ყოჩები-აკადემია, ლელო-ჯიქები, ივერია-თი ბი სი
B ლიგაში სადაც ასპარეზობა სამ ჯგუფში მიმდინარეობდა მედლებისთვის ბრძოლას ორ-ორი საუკეთესო განაგრძობს. ეს ექვსი გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა და ერთმანეთს ორ წრედ შეეჯიბრება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები პირდაპირ ფინალში ითამაშებენ. მეორეადგილოსნები კი ერთმანეთს ბრინჯაოს მედლებისთვის დაუპირისპირდებიან.
შეგახსნებთ, რომ დასკვნითი ეტაპი როგორც A, ისე B ლიგაში სექტემბრიდან დაიწყება.
B ლიგა
A ჯგუფი
აკადემია, ხულიგანა, აია.
B ჯგუფი
ლელო, ჯიქები, აია.
დასრულდა პირველი წრე ესპუართა შეჯიბრებაშიც. აქ სატურნირო ცხრილს სამ-სამი მოგებით სათავეში თბილისის "ლოკომოტივი" და რუსთავის "ხარები" უდგანან. მათ ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის "აკადემია". აქ მეორე წრე სექტემბრიდან განახლდება.
ესპუარები
სატურნირო მდგომარეობა
1. ლოკომოტივი - 6 ქულა, 2. ხარები - 6, 3. აკადემია - 5, ლელო - 2, 6. ყოჩები - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"