ზვიადაძემ კარიერა ,,აიაში" დაიწყო, სადაც საქართველოდან წასვლამდე გუნდის მთავარი ,,მეჯარიმეც" იყო. ქუთაისელთა ახალწვეულს ,,აიას" ვარჯიშის დასრულების შემდეგ შვხვდით და ვესაუბრეთ.
- ზურაბ, ქართულ კლუბებში მოასპარეზე მორაგბეები ფრანგულ კლუბებში გადასვლაზე ოცნებობდნენ, შენ კი იქედან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდი. რა იყო ამის მიზეზი?
- საქართველოში ოჯახური
ქუთაისში ძლიერი გუნდი გაკეთდა, ბიჭებს წლეულს ყველა თამაში აქვთ მოგებული, ჩემპიონობისთვის იბრძვიან და მოხარული ვარ, რომ ასეთ შეკრულ გუნდში მოვხვდი.
- დიდი ხანია უცხოეთში იმყოფებოდი, რომელ გუნდებში თამაშობდი?
- საფრანგეთამდე ორი წელი პოლონეთში, გდანსკის ,,ლეხიაში" გავატარე. შემდეგ საფრანგეთის ფედერალ 2-ის ,,მონტერეჟოში" ვთამაშობდი, ბოლო ერთი წელი კი ,,ვილარს ლე დომბესში" ვიყავი. გუნდის ძირითადის წევრად ვითვლებოდი და სათამაშო პრაქტიკის არქონას ნამდვილად არ ვუჩივი.
- ,,დომბესში" კიდევ თუ იყო ქართველი მორაგბე?
- დიახ, ნიკა იურინი და ის ახლაც გუნდშია.
- თუ გაიხსენებ ,,აიაში" ბოლოს როდის ითამაშე?
- სამწუხაროდ ეს არ მახსენდება. აქედან ოთხი წლის წინ წავედი და მაშინ გუნდი სულ სხვა მდგომარეობაში იყო. პირველ ლიგაში ვთამაშობდით, ენთუზიაზმზე ვიყავით, ანაზღაურებაზე საუბარიც არ იყო, ელემენტარული პირობები გვენატრებოდა. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაა. გუნდს პირობებიც გააჩნია, მიზანიც, დისციპლინაც და კარგი პერსპექტივაც. ერთადერთი მოედანია პრობლემა და სარაგბო კომპლექსის აშენებით, ესეც მალე მოგვარდება.
- თავადაც ახსენე, რომ ,,აია" უკვე შეთამაშებული და შეკრული გუნდია, როგორ ფიქრობ, შეძლებ ასეთ გუნდის ძირითადში ადგილის დამკვიდრებას?
- ეს უმთავრესად, ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, ვეცდები, რომ კარგად ვითამაშო და გუნდში საფუძვლიანად დავიმკვიდრო ადგილი. დანარჩენს კი დრო და მოედანი გამოაჩენს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"