პარალელურად ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებიც ტარდება შაბათობით. ასე რომ, შინ თუ გარეთ მიმდინარე სარაგბო მოვლენებით ქართული რაგბის მოყვარულები ნამდვილად განებივრებულები არიან. განებივრება ერთია, განერვიულება - მეორე. ოღონდაც ეს არ იყოს.
თუმცა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები უამისოდ როგორ ჩაივლის. აი, მაგალითად, "ლელომ" მეორე წრის მეორე ტურის მატჩში ძალიან ანერვიულა ავჭალის სარბიელზე შეკრებილი თავისი ქომაგები.
"ლოკომოტივთან" შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი უპირველესად
განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და უზადოდ ითამაშა "ლოკომოტივის" გამწევმა ძალამ, ამ შემთხვევაში შერკინებამ, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე ნახევარში კი რკინიგზელები მოეშვნენ, მათი ინერტულობა მკაფიოდ გამოიკვეთა ლელოელების გააქტიურების ფონზე, თუმცა საბოლოო გამარჯვება ღირსეულ პაექრობაში "ლოკომოტივს" დარჩა 25:20.
დანარჩენ სამ შეხვედრაში, სატურნირო ცხრილში თავისზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს წინმდგომებმა ადვილად სძლიეს, რაზედაც ურთიერთშეხვედრების შედეგებიც მეტყველებს:
"ხარები" (რუსთავი) -"არმია" (ბთილისი) 13:34;
"არმაზი" (თბილისი)-"ყოჩები" (თბილისი) 23:3;
"აია" (ქუთაისი)-"აკადემია" (თბილისი) 33:7.
რა მოგვცა მეორე წრის მეორე ტურმა? ჯერ ის ვთქვათ, რომ "აიამ" და "არმიამ" ლიდერობა შეინარჩუნეს. მესამე ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა "აკადემია", იგივე ბედი ეწია "ლელოს" - მეოთხედან მეექვსე ადგილზე ჩაინაცვლა. გასულ ტურში წაგებით მდგომარეობა გაიუარესეს "ხარებმა" და "ყოჩებმა".
მეორე წრის მომდევნო III ტურის მატჩები გაიმართება 17 სექტემბერს. ერთმანეთს ხვდებიან: "არმია"-"ლელო"; "ლოკომოტივი"-ყოჩები"; "არმაზი"-"აია"; "აკადემია"-"ხარები".
გათამაშების ცხრილი
10/09 კლუბი ქალაქი თ მ ფ წ გატ:გაშ სხვ ქ
1. "აია" ქუთაისი 9 9 0 0 244:103 +141 18
2. "არმია" თბილისი 9 6 1 2 210:153 +57 13
3. "ლოკომოტივი" თბილისი 9 5 0 4 178:168 +10 10
4. "არმაზი" თბილისი 9 4 1 4 181:187 -6 9
5. "აკადემია" თბილისი 9 3 3 3 169:187 -18 9
6. "ლელო" თბილისი 9 4 0 5 215:189 +26 8
7. "ხარები" რუსთავი 9 2 0 7 098:196 -98 4
8. "ყოჩები" თბილისი 9 0 1 8 120:232 -112 1
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"