ბურთი ღობის იქით

AutoSharing Option
რაგბი საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატი უმაღლესი ლიგა. მე-10 ტური. 17 სექტემბერი. ავჭალის სტადიონი

"არმაზი" თბილისი-"აია" ქუთაისი 17:31 (10:12)

"არმაზი": 15. ბაჩო ჩხაიძე (რევაზ ბროძელი), 14. ლაშა სირაძე (ნიკოლოზ პინაშვილი), 13. გიორგი მჟავანაძე, 12. ვიტალი კაიფაჯიანი, 11. ალეკო ხუციშვილი, 10. დავით კიკნაძე, 9. გიორგი მისრიაშვილი, 8. რეზი ჟღენტი, 7. ოთარ მინაშვილი (კაპიტანი), 6. ნიკოლოზ სუხაშვილი (ვალიკო თიგიშვილი), 5. გიორგი ჭელიძე (შოთა კანდელაკი), 4. ზვიად ესართია, 3. ირაკლი ბუკია, 2. გიორგი სოსელია, 1. ირაკლი ჩომახაშვილი.
მწვრთნელი დავით ვართანიანი

"აია":15. ბესო ხამაშურიძე, 14.
ზურაბ გოგლიჩაძე, 13. გიგლა კუხიანიძე, 12. გაგა სინაურიძე, 11. გიორგი აბრამიძე (ზურაბ ძნელაძე), 10. ლევან შარვაშიძე, 9. ლევან გოგია, 8. ირაკლი დგებუაძე (ლევან თხელიძე), 7. ირაკლი რევიშვილი (კაპიტანი), 6. გიორგი ცირეკიძე (ნოდარ მარდალეიშვილი), 5. თორნიკე ძაგნიძე, 4. გიორგი ჩიტეიშვილი, 3. ტარიელ ჩხიკვაძე (ამირან წაქაძე), 2. გაგა გურეშიძე, 1. თორნიკე ლომიძე (მერაბ მატკავა). მწვრთნელი კობა გიორგაძე.

მთავარი მსაჯი მიხეილ ჩაჩუა, თანამსაჯები მარეხი მაისურაძე და ნოდარ რობიტაშვილი. კომისარი გოგი ჯალაღონია.

ლელო - გიორგი სოსელია 2 "არმაზი"
რეალიზაცია - დავით კიკნაძე 2 "არმაზი"
ჯარიმა - დავით კიკაძე 1 "არმაზი"

ლელო - ბესო ხამაშურიძე 2, ლევან შარვაშიძე 1 "აია"
რეალიზაცია - გაგა სინაურიძე 2 "აია"
ჯარიმა - გაგა სინაურიძე 4 "აია"

რაგბის ქომაგები შორეულ ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების (ჩემპიონატის) პერიპეტიებზე არიან მიყურადებულნი. ეს ხომ მართლაც დიდი სარაგბო ზეიმია. პარალელურად კი არც საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატია მოსაწყენი.

ქომაგები ჩვენ საშინაო შერკინებასაც არ აკლია. შაბათს, მაგალითად, ავჭალის სტადიონზე ორი უშეღავათო თამაში გაიმართა. თბილისის "არმაზი" ლიდერს ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდა. დღევანდელი "აია" გასული საუკუნის 80-იანი წლების იმ "აიას" გვაგოებს უმაღლესი მწვერვალებისთვის ბრძოლას რომ იწყებდა... სხვათა შორის, იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ნუგზარ ძაგნიძის ვაჟი თორნიკე ძაგნიძე დღევანდელი "აიას" თავდამსხმელია. ტრადიცია გრძელდება...

"არმაზი"-"აიას" მატჩის დასაწყისში თბილისელებმა საკუთარი მოედნიდან ბურთი კლასიკურ სტილში მეტოქის მოედნის კიდეში აუტში გაგზავნეს, მერე ახლო მანძილიდან ღონივრად მიეძალნენ და ლელოც გაიტანეს.

ზუსტად ერთი წუთის შემდეგ კი "აიამ" ლელოს გატანით და რეალიზაციით ანგარიში გაათანაბრა - 7:7; ამას მოჰყვა რიონისპირელთა შეტევა ჯერ ერთი მერე მეორე ფრთიდან და ლევან შერვაშიძემ "არმაზის" ჩათვლის მოედანში შეაღწია. რეალიზაცია კი ვერ გამოიყენეს.

პირველი ტაიმის მიწურულს "არმაზის" ათმა ნომერმა დავით კიკნაძემ მოედნის ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 10:12.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა ძალისმიერი მოკლე შეტევებით დაიწყო. უტევდნენ "აიას" თავდამსხმელები, ამას მოჰყვა არმაზის შეცდომები დაცვაში, რაც კარგად გამოიყენა ქუთაისელთა მეთორმეტე ნომერმა გაგა სინაურიძემ და ზედიზედ სამი ჯარიმა გაიტანა - 21:10;

"არმაზი" არამც და არამც არ ურიგდებოდა მარცხს, მრავალფაზიანი შეტევა გიორგი სოსელიამ ლელოთი დაასრულა. ამას მოჰყვა დავით კიკნაძის ზუსტად შესრულებული რეალიზაცია და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა - 17:21.
მაგრამ "აიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლოს კვლავ ისინი დომინირებნენ მოედანზე. ბოლოს კი იყო სამქულიანი ჯარიმა, ისევ ბესიკ ხამაშურიძის ბრწყინვალე დრიბლინგი და ლელო. 31:17 გაიმარჯვა "აიამ".


"არმიამ" ლელო დადო...
ავჭალის სტადიონი მე-10 ტური 17 სექტემბერი

"არმია"-"ლელო" 29:9 (15:9)

"არმია:"15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი (თამაზ მჭედლიძე), 13. ვანო გაბროშვილი, 12. გიგა გაგოშვილი, 11. გიორგი შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი (მამუკა ნინიძე), 9. ალეკო ზაბახიძე, 7. ირაკლი კალმახელიძე, 8. ბესო უდესიანი-კაპიტანი (რატი ნუცუბიძე), 6. გიორგი თხილაიშვილი, 5. გიორგი ჟღენტი (კახა კობახიძე), 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 2. ბექა მეკოკიშვილი, 1. გოგა კაკოვინი (ირაკლი ქორიძე), მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძე

"ლელო":15. უჩა მჭედლიშვილი (ბაჩი ჯოგლიძე), 14. რატი ხუციშვილი, 13. გიგა კორკელია (ბაჩო კოლელიშვილი), 12. ალექსანდრე მანჯავიძე (გიორგი ლომინაძე), 11. ზურაბ ზაალიშვილი, 10. ირაკლი ყიასაშვილი, 9. ჯიმი ღამბაშიძე, 7. დავით დაუშვილი, 8. ლაშა აზალაძე, 6. ვახტანგ მძინარაშვილი, 5. ზურაბ ხორბალაძე (გუჯა სურგულაძე), 4. ირაკლი დაუშვილი (ბექა ხიტაშვილი), 3. მიხეილ სუჯაშვილი-კაპიტანი (ნიკა პატარაია), 2. ირაკლი ჭყონია, 1. გიორგი სანიკიძე, მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

მთავარი მსაჯი: გია ამირხანაშვილი, თანამსაჯები ნოდარ რობიტაშვილი და მარეხი მაისურაძე, კომისარი: ირაკლი დოლიძე.

ლელო - ალექსი ტუჩაშვილიი-1, ვანო გაბროშვილი-1, ბექა მეკოკიშვილი-1, გიორგი შკინინი-1. "არმია"
ჯარიმა - ბახვა კობახიძე 1 "არმია"
რეალიზაცია - ბახვა კობახიძე 3 "არმია"

ჯარიმა - ირაკლი ყიასაშვილი 2 "ლელო"
არეკნი - ირაკლი ყიასაშვილი 1 "ლელო".

სხვათა შორის, ამ მატჩის გაცილებით მეტი მაუყრებელი დაესწრო ვიდრე "არმაზი"-"აიას" შეხვედრას. თამაშის დაწყებიდან დამთავრებამდე კი ორივე გუნდის ქომაგები შეუსვენებლად სკანდირებდნენ: "არმია"! "ლელო"!; "არმია"! "ლელო"!..

ვერაფერს დაუწუნებ "ავჭალის" ახალ სარაგბო სტადიონს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სამჯერ გადავარდა ბურთი სტადიონის ღობის გადაღმა. თუ რა ბედი ეწია მერე ამ ბურთებს, არავინ იცის...

ამ დღეს ორი მატჩი იმსაჯა ზედიზედ ქალმა არბიტრმა მარეხ მაისურაძემ. თუ უწინ რაგბიში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ახლა აღარავის უკვირს მორაგბე გოგონები და აი, ქალი მსაჯებიც. საქართველოს ჩემპიონატს უმაღლეს და პირველ ლიგას სულ 9 ქალი მსაჯი ემსახურება...

"არმია"-"ლელოს" მატჩში ანგარიში საჯარიმოს გატანით "ლელომ" გახსნა 3:0. მალე გიორგი შკინინის გარღვევა არმიელმა ალექსი ტუჩაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. რეალიზაცია კი ვერ გამოიყენეს ირაკლი ყიასაშვილმა არეკნის გატანა და "ლელოს" დაწინაურება შეძლო 6:5. თუმცა ეს იყო და ეს თამაშში უპირატესობა ორივე ტაიმში არმიელთა მხარეს იყო. მათ 4 ლელოს გატანა შეძლეს 2 პირველ ტაიმში და ორიც - მეორეში.

არმიელებმა უკანა ხაზის სწრაფი შეტევებით მოახერხეს სასურველი უპირატესობის მოპოვება. განსაკუთრებით ეფექტურად ირჯებოდა გიორგი შკინინი, რომელმაც მეორე ტაიმში მოედნის ნახევარზე მეტი შტურმით გაირბინა, რამდენიმე მეტოქეს ცრუ მანევრებით აუარა გვერდი და ჩათვლის მოედანში ბურთიანად შეიჭრა.

"ლელოს" მორაგბეები მოლში თამაში კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ "არმიამ" უკანა ხაზში უფრო გაშლილად ითამაშა. მათ ორჯერ საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში კბილებით დაიცვეს საკუთარი ლელო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გასაჭირიდან თავი რომ დაიძვრინეს, ახლა თვითონ მიაწყდნენ მეტოქის მოედანს და შედეგმაც არ დააყოვნა. 29:9 გაიმარჯვა "არმიამ".

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული