ბოლო ორი ტური, ორი ადგილისთვის ბრძოლაში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა, მე-13 ტურის წინ პლეი ოფში თამაშის უფელბა მხოლოდ ორ გუნდს, ქუთაისის "აიას" და '"არმიას" აქვს განაღდებული. დარჩენილი ორი ადგილსითვის კი ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის. ესენია: "ლელო", "ლოკომოტივი", "არმაზი" და "აკადემია".

მართალია, ბოლოსწინა ტური პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობას ვერ გაარკვევს, თუმცა ფავორიტებს აშკარად გამოკვეთს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორი მატჩის შედეგს, სადაც წლევანდელი ჩემპინატის ყველაზე დიდი მოულოდნელობა თბილისის "არმაზი" მეორეადგილოსან "არმიას", ხოლო "აკადემია", ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

არმაზელებს ბოლოსწინა ტურის წინ 11 ქულით
მეხუთე ადგილი უკავიათ და "ლელოს" და |"ლოკომოტივს", რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, ერთი ქულით ჩამორჩება. "არმაზს" საკმაოდ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს მეორე წრეში მოღონიერებულ "არმისათან" დაპირისპირებაში.

აღსანიშნავია, რომ არმიელებს წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ჩემპიონობა აქვთ დასახული მიზნად და ახლა, რაც ახალი ზელანდიიდან საქართველოს ნაკრების ორი წევრი, შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე დაუბრუნდათ, კიდევ უფრო სერიოზულ ძალად გადაიქცნენ.

ამ შეხვედრას "არმიასთვის" არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში არმიელები მეორე ადგილს ვერაფრით აცდებიან. "არმაზს" კი აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება, მით უფრო, რომ ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ "ლოკომოტივს" ეთამაშება.

რკინიგზელები, თავის მხრივ, ბოლოსწინა ტურში ასევე უშუალო კონკურენტ "აკადემიას" დაუპირისპირდებიან. აკადემიელებმა პირველი წრე, ბევრად უკეთ ჩაატარეს, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსს რეგულარული გათამაშების ბოლომდე არ კარგავენ.

"ლოკომოტივს" მსოფლიოს თასის გათამაშებიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გივი ბერიშვილი შეემატა, თუმცა დაშავებული, კიდევ ერთი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე ალბათ აუნაზღაურებელი დანაკლისია.

საკმაოდ სერიოზული და ხარისხობრივად ძალზედ კარგი მატება აქვს თბილისის "ლელოს", რომელსაც ახალი ზელანდიიდან მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა დაუბრუნდნენ, რომლებმაც მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. გუნდს ვერაფრით დაეხმარება კიდევ ერთი გარემარბი ლექსო გუგავა, რომელიც მსოფლიოს თასის ორგანიზატორებმა ხუთკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"ლელოს" მეტოქე გასვლით მატჩში რუსთავის "ხარები" იქნება, რომელსაც უმაღლესი ლიგიდან პირდაპირ გავარდნა არ ემუქრება და პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. ისიც აღსანშნავია, რომ ამ მატჩში გამარჯვება ლელოელებს პლეი ოფში მოხვედრის გარანტიას არ აძლევს. მათ ბოლო ტურში არანაკლებ სერიოზული ბრძოლა ელით "აკადემიასთან".

ყველაზე მშვიდად, ცხადია, გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აიაა", რომელმაც პირველი მარცხი გასულ უქმეებზე "ლელოსთან," სტუმრად გამართულ მატჩში იწვნია.

ქუთათურებს რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილი განაღდებული აქვთ და ისიც იციან, რომ შესარჩევ ფინალში, შინ "არმიასთან" ბრძოლა მოუწევთ.

"აია" ბოლოსწინა ტურში, ქუთაისში "დინამოს" სტადიონზე აუტსაიდერ თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება, რომელიც დარჩენილი ორი შეხევდრის მოგების შემთხვევაშიც კი სატურნირო ცხრილის ფსკერს თავს ვერ დააღწევს.

XIII ტური
არმაზი-არმია, ხარები-ლელო, აია-ყოჩები, აკადემია-ლოკომოტივი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 12 11 0 1 +160 22
2. არმია 12 8 1 3 +111 17
3. ლელო 12 6 0 6 +17 12
4. ლოკომოტივი 12 6 0 6 +17 12
5. არმაზი 12 5 1 6 -19 11
6. აკადემია 12 4 3 5 -22 11
7. ხარები 12 4 0 8 -109 8
8. ყოჩები 12 1 1 10 -156 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული