რა ამბავია ამდენი შეცდომა?!

AutoSharing Option
"ხარები" - "ლელო" 17:14
ხარები: (15-9) წიკლაური, ბებიაშვილი, ჯიმშელაძე, ღამბაშიძე გ. ბებიაშვილი, ჭაავა, ხუციშვილი, (1-8) მაჭარაშვილი, აღაშვილი, მოქია, ბალიაშვილი, უჩავა ღამბარაშვილი, გოგიაშვილი, მარტაშვილი.
ლ: ღამბაშიძე. 4ს:ხუციშვილი
ლელო: (15-9) ყიასაშვილი, მჭედლიშვილი, ანდღულაძე, ხუციშვილი, თოდუა, ხმალაძე, კაჭარავა, (1-8) პატარაია, კვერნაძე, სუჯაშვილი, ხიპაშვილი, დაუშვილი, დაუშვილი, აბალაძე, ბ.კოლელიშვილი.
ლ: ბ.კოლელიშვილი. 3ს: მჭედლიშვილი, ყიასაშვილი
მსაჯი: მ. ჩერგოლეიშვილი

სათაურში მოყვანილ ფრაზას ხშირად გაიგონებდით "ლელოს" სათადარიგოთა სკამიდან. თბილისელებმა მარცხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. მათ მიერ გაფუჭებული ჯარიმებით, ბურთის წინ გავარდნით
და არაზუსტი გადაცემებით კარგად ისარგებლეს რუსთაველებმა და დაძაბულ მატჩში გაიმარჯვეს.

პირველმა წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ორივე გუნდი ცდილობდა სანახაობრივად ეთამაშა. რუსთაველი ხუციშვილის ჯარიმას ბაჩო კოლელიშვილის ლელო მოჰყვა, თუმცა ირაკლი ყიასაშვილმა ვერ გარდასახა, 3:5.

"ლელო" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელა, თუმცა ბოლო წამს ბურთი სულ წინ უვარდებოდა. ამასობაში ხუციშვილმა ორი საჯარიმო დარტყმით (ერთი სულაც ცენტრიდან გაიტანა) 9:5 დააწინაურა "ხარები".

თბილისელები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ სათამაშო უპირატესობის ანგარიშში ასახვას, მხოლოდ ტაიმის ბოლოსკენ შეძლეს ყიასაშვილის და უჩა მჭედლიშვილის ზუსტი საჯარიმოებით ტაიმის მოგება - 9:11.

მეორე ნახევარი რუსთაველთა აქტიურობით დაიწყო. ხუციშვილმა ლელოელთა კიდევ ერთი შეცდომით ისარგებლა და "ხარები" კვლავ წინ გავიდნენ. თბილისელები განაგრძობდნენ შეცდომების კასკადს, თუმცა ტაიმის შუაწელში, მჭედლიშვლის საჯარიმოთი მაინც მოახერხეს ანგარიშში კვლავ დაწინაურება - 12:14

სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური სალელოვე მომენტი ქარს გაატანეს. თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე რუსთაველი მაჭარაშვილის ლამაზი გარღვევით, "ხარებმა" რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს და ღამბაშიძის ლელოთი წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ 17:14. "ლელომ" ერთი კიდევ გაიბრძოლა, მაგრამ რუსთაველი გულშემატკივრის ყიჟინით შეგულიანებულ "ხარებს" ვეღარ აჯობა.

მანუჩარ მანჯავიძე რუსთავიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული