შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება რამენიმე ტურით ადრე ქუთაისის "აიამ" მოიგო. ქუთათურებმა მთელი სეზონი სტაბილურად კარგად ჩაატარეს და აქამდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
"აიას" მეტოქე პლეი ოფში, რომელიც სამხრეთული სისტემით ტარდება, "არმია" იქნება. ამ გუნდმა ასევე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა მეორე ადგილი. არმიელები "აიას" შესარჩევ ფინალში ქუთაისში ეთამაშებიან. მანამდე კი რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში ქუთათურებს თბილისში უმასპინძლებენ.
ამ
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება, რომელიც მალთაყვაში გაიმართა "აიამ" 17:15 მოიგო. "არმია", ცხადია, რევანშის აღებას შეეცდება, რათა შესარჩევი ფინალის წინ დადებით განწყობა შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ფინალში დამარცხებული შეჯიბრებას არ გამოეთიშება, არამედ გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს გაეჯიბრება. იქ კი, სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები გაარკვვენ ურთიერთობას.
გასავარდნი ფინალის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია, ეს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტვია". რკინიგზელებმა ამის უფლება წინა, მე-13 ტურში თბილისის "აკადემიის" დამარცხბით გაინაღდეს. ბოლო ტურში კი თბილისის "არმაზს" ეთამაშებიან, რომელიც ამჟამად 11 ქულით მე-5 ადგილზეა და ასევე პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.
არმაზელებმა შესაძლოა "ლოკომოტივი" დაამარცხონ კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება საპლეიოფო ოთხეულში მოსახვდრად. საამისოდ საჭიროა, რომ 12 ქულით მეოთხე ადგილზე მყოფმა "ლელომ" წააგოს "აკადემიასთან".
თავის მხრივ პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს "აკადემიასაც". ოთხეულში ის იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ "ლელოს" მოუგებს და "არმაზი" კი "ლოკომოტივთან" დამარცხდება.
ლელოელებმა, რომლებსაც მსოფლიოს თასის გათამაშებიდან წამყვანი მოთამაშეები ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა დაუბრუნდნენ, საქმე წინა მე-13 ტურში გაირთულს, როცა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერთან, რუსთავის "ხარებთან" 14:17 წააგეს.
ცხადია, ეს ორი მორაგბე გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა, თუმცა ლელოელთა მეტოქე, "აკადემია" ბოლომდე შეუპოვრად მებრძოლი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა ძალუძს.
თანაც, აკადემიელებს მარცხის შემთხვევაში სულაც ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითება ემუქრებათ. ოღონდ მაშინ, თუ რუსთავის "ხარები" სტუმრად ბოლოადგილოსან "ყოჩებს" დაამარცხებს.
ერთი სიტყვით, ბოლო ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში ბევრი ცვლილების შეტანა შეუძლია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არაფერი შეიცვალოს. ამ შემთხვევაში თავიანთი მატჩები "ლელომ", "ლოკომოტივმა" და "ყოჩებმა" უნდა მოიგონ.
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 13 12 0 1 +221 24
2. არმია 13 9 1 3 +126 19
3. ლოკომოტივი 13 7 0 6 +24 14
4. ლელო 13 6 0 7 +14 12
5. არმაზი 13 5 1 7 -34 11
6. აკადემია 13 4 3 6 -29 11
7. ხარები 13 5 0 8 -106 10
8. ყოჩები 13 1 1 11 -216 3
ბზის თასი
22 ნოემბერი
გასავარდნი ფინალი
შესარჩევი ფინალი
29 ნოემბერი
წინასწარი ფინალი
5 დეკემბერი
დიდი ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"