ლელო: (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, თოდუა, ხუციშვილი, ხმალაძე, ღამბაშიძე (კაჭარავა 47). (1-8) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, ხიპაშვილი, ი.დაუშვილი, კვერნაძე (კოლელიშვილი 60), დ.დაუშვილი, აზალაძე
ლ: ზაალიშვილი. 3ს,გ,ა: ყიასაშვილი
აკადემია: (15-9) ი.დავითაშვილი, ჭუაძე, წასიძე, მოლოდინაშვილი, გოგოლაშვილი (შდავითაშვილი 68), ქოპილაშვილი, აბდუშელიშვილი. (1-8) ზაქაშვილი, მაღლაკელიძე, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, ლომიძე, ნიბლაძე, გოგოლაძე, ნ.ჩხიკვაძე.
5ს: აბუდეშლიშვილი
მსაჯი: ნ.რობიტაშვილი
გასავარდნ ფინალში ბოლო წლების მუდმივი ფინალისტები თბილისური გუნდები "ლელო" და "ლოკომოტივი" ითამაშებს. რკინიგზელებმა ამის უფლება ბოლოსწინა ტურში მოიპოვეს. "ლელოს" კი მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად ბოლო ტურში "აკადემიის" დამარცხება მართებდა.
მატჩის პირველი ათი წუთი "აკდემიის" უპირატესობით წარიმართა. ლელოელები ორჯერ სრულიად უხიფათო სიტუაციაში დაჯარიმდნენ და აკადემიელთა ახალგაზრდა მგეზავმა გიორგი აბდუშელიშვილმა ორი საჯარიმო დარტყმით მე-10 წუთისთვის თავისიანები 6:0 დააწინაურა.
"ლელო" მატჩის მე-20 წუთიდან მოყოლებული გააქტიურდა და მომდევნი ათ წუთში ათი ქულის მოპოვება შეძლო. 21-ე წუთზე ლელოელთა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ სალელოვე შეტევა წამოიწყო. მან მეტოქის ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზონას მიუახლოვდა. იქ წარმოქმნილი რაკიდან მორკინალებმა ორი მოკლე დარტყმა განახორციელეს, მერე ბურთი მარცხნივ ხაზზე გაათამაშეს, მალევე შეტევის მიმართულება შეცვალეს და ამჯერად მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ბურთი კიდემდე გარემარბ ზურაბ ზაალიშვილს გაუტანეს, რომელიც მეტოქის ლელოში მაღალი სიჩქარით შეიჭრა. ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა, მანვე ოთხ წუთში საჯარიმოც გაიტანა - 10:6.
ტაიმის დასკვნითი ათი წუთი ისევ "აკადემიის" იყო. დროის ამ მონაკვეთში აბდუშელიშვილმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და თანაგუნდელები ორი ქულით დააწინაურა - 12:10. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ლელოელებმა დასაწყისშივე შეძლეს ყიასაშვილის საჯარიმოთი ანაგარიშში დაწინაურება - 13:12. თუმცა აბდუშელიშვილმა 52-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეძლო საჯარიმოდან ბურთის მეტოქის კარის ძელებს შორის გატარება - 15:13. ამის მერე "აკადემიამ" შედეგის გაზრდა ვერაფრით შეძლო.
"ლელომ" ნელ-ნელა მატჩის სადავეები ხელთ იგდო. ყიასაშვლმა ორი საჯარიმო და არეკნი ვერ გაიტანა. თუმცა მატჩის ბოლო ათ წუთში "მიზანის" გასწორება შეძლო. 71-ე წუთზე ჯერ საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები, მერე კი ხუთ წუთში 25 მეტრიდან გატანილი არეკნით საბოლოო წერტილი დაუსვა მატჩს -19:15.
"აკადემიამ" ბოლო სამ წუთში "ლელოს" ჩათვლის მოედანთან შტურმი მოაწყო, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა. შედეგად აკადემიელებმა სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავეს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან მოუწევს თამაში.
XIV ტური
ყოჩები-ხარები 3:23
ლოკომოტივი-არმაზი 25:39
საბოლოო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 14 12 0 2 +213 24
2. არმია 14 10 1 3 +134 21
3. ლელო 14 7 0 7 +10 14
4. ლოკომოტივი 14 7 0 7 +18 14
5. არმაზი 14 6 1 7 -20 13
6. ხარები 14 6 0 8 -86 12
7. აკადემია 14 4 3 7 -33 11
8. ყოჩები 14 1 1 12 -236 3
ბზის თასი
22 ნოემბერი
ლელო-ლოკომოტივი
აია-არმია
29 ნოემბერი
წინასწარი ფინალი
5 დეკემბერი
დიდი ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"