ქუთათურები საქართველოს სამგზის ჩემპიონები არიან. ბოლოს ეს ტიტული მათ 1995 წელს მოიპოვეს, ფინალში კი ორი წლის შემდეგაც ითამაშეს, თუმცა დამარცხდნენ. თოთხმეტწლიანი შესვენების შემდეგ "აია" ისევ ფინალშია და მეტოქედ საკმაოდ ამბიციური, თანაბრად კარგად დაკომპლექტებული "არმია" ჰყავს.
ფინალის მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა გუშინ "შევარდენის სანაკრები ბაზაზე" პრესკონფერენცია გამართეს.
ბესიკ ხამაშურიძე, "აიას" მოთამაშე მწვრთნელი:
ბოლოს ფინალში "აიამ" 1997 წელს ითამაშა. მაშინ ქვეყანას უჭირდა და გუნდსაც მძიმე დროება დაუდგა. თამაშმა პირველ ლიგაშიც მოგვიწია. ნელ-ნელა შევძელით მდგომარეობის გამოსწორება, უმაღლეს ლიგაშიც დავბრუნდით. მალე სპონსორიც გამოგვიჩნდა და ფინანსური პრობლემა მოაგვიგვარა.
ქუთაისში სტადიონი არ გვქონდა. საშინაო თამაშებს ფოთში ვმართავდით. ახლახან ქალაქის მერიის და მხარის გუბერნატორის დახმარებით შევძელით მიტოვებული "დინამოს" სტადიონი წესრიგში მოგვეყვანა. რეგულარული გათამაშების ბოლო შეხვედრები იქ ჩავატარეთ.
განწყობა გუნდში საბრძოლოა. "აია" საამაყო ტრადიცების მემკვიდრეა და საქმეც იქითკენ მიგვყავს, რომ ამ გუნდში თამაში ყველასთვის საოცენებო იყოს.
ფინალური მატჩი განსკუთრებული ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია. ვიცი, რომ ამ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მრავალრიცხოვანი ქომაგი, რომელიც მატჩს დაესწრება, გვინდა, შინ სტადიონიდან კმაყოფილი წავიდეს".
ნიკოლოზ ჭავჭავაძე, "არმიას" მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენი გუნდი მატჩისთვის საწვრთნელ შეკრებას "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გადიოდა. ვფიქრობ, ფინალსითვის კარგად მოვემზადეთ.
ძალიან გავრცელებული იყო აზრი, რომ ახალი გუნდის ისე მომართვა, რომ ფინალში გავიდეს, თითქმის შეუძლებელია. თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ. გუნდის მორაგბეებმა მალე შეძლეს საერთო ენის გამონახვა, შეთამაშება.
ფინალური მატჩი კარგი უნდა გამოვიდეს. ქუთასის "აიას" ხელმძღვენელებმა დიდი შრომა ჩადეს ამ გუნდში. მოხარულები ვართ, რომ ფინალში სწორედ მათ ვეთამაშებით. ვფიქრობ, ძლიერი გაიმარჯვებს".
გიორგი ხუციშვილი, "არმიას" პრეზიდენტი:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირს იმისთვის, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ორივე გუნდმა ფინალამდე ძალიან რთული გზა განვლო. თავად დავრწმუნდი, რომ რაგბის სამყაროში სულ სხვა ურთიერთობა, მეგობრული დამოკიდებულებაა. მეტოქეს მოგებას ვერ ვუსურვებ, მაგრამ წარმატება კი მინდა ვუსურვო. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთად ყველაფერს ვიღონებთ ქართული რაგბის განვითარებისთვის.
"არმიას" საკმაოდ სერიოზული, შორს მიმავალი გეგმები აქვს და გამორიცხული არაა, ჩემპიონობის მოპოვების შემთხვევაში, რომელიმე ევროტურნირზეც ვიასპარეზოთ".
გიორგი გორგასლიძე, ქუთასის "აიას" პრეზიდენტი:
"მსგავსი გეგმები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მომავალ წელს ამას, ალბათ, ვერ შევძლებთ. საამისოდ იმ ბიუჯეტს, რაც ამჟამად გაგვაჩნია, კიდევ მილიონო ლარი უნდა დავუმატოთ. კარგი იქნება, თუ ამ გზას "არმია" გაკვალავს."
საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც ფინალურ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. მატჩის ხილვის მსურველებს საშუალება ექნებათ თამაშს თვალი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ადევნონ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.
ფინალი
აია-არმია
აია: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. გიორგი აბრამიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ბაჩუკი გოშაძე, 10. გაგა სინაურიძე, 9. ლევან გოგია. 1. თორნიკე ლომიძე, 2. გაგა გურეშიძე, 3. ტარიელ ჩხიკვაძე, 4. ერეკლე მეტრეველი, 5. თორნიკე ძაგნიძე, 6. ირაკლი რევიშვილი, 7. გელა შალამბერიძე, 8. ირაკლი დგებუაძე.
16. მერაბ მატკავა, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი ჩიტეიშვილი, 19. გიორგი ცირეკიძე, 20. ლევან შარვაშიძე, 21. ზურაბ ზვიადაძე, 22. ლევანთხელიძე.
არმია: 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. ვანო გაბროშვილი, 12. თამაზ მჭეედლიძე, 11. გიორგი შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. გიორგი კაკოვინი, 2. ბექა მეკოკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 5. მამუკა ცხადაძე, 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესო უდესიანი.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ირაკლი ქორიძე, 18. ლევან დარასელია, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. ალექსანდრე ზაბახიძე, 21. გიორგი გაგოშვილი, 22. მამუკა ნინიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"