დებიუტანტი "არმია" ჩემპიონია!

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, წლევანდელი გათამაშების დებიუტანტმა თბილისის "არმიამ" ქუთაისის "აიას" 29:22 სძლია და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვება საბოლოოდ ნიკოლოზ ჭავჭავაძის შეგირდებს დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ ქუთათურებმა, რომლებიც საქართველოს სამგზის ჩემპიონები არიან, ბოლოს ფინალში 14 წლის წინ ითამაშეს და ტიტულის მოპოვება ვერც მაშინ შეძლეს.

"აია" და "არმია" აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ "არმიამ" იმარჯვა; ერთხელ - "აიამ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული