ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვება საბოლოოდ ნიკოლოზ ჭავჭავაძის შეგირდებს დარჩათ.
აღსანიშნავია, რომ ქუთათურებმა, რომლებიც საქართველოს სამგზის ჩემპიონები არიან, ბოლოს ფინალში 14 წლის წინ ითამაშეს და ტიტულის მოპოვება ვერც მაშინ შეძლეს.
"აია" და "არმია" აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ "არმიამ" იმარჯვა; ერთხელ - "აიამ".