უმაღლეს ლიგაში ათი გუნდი ითამაშებს

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შაბათს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

მრავალსაათიანი თათბირისა და დავა-კამათის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგაში მომავალ სეზონში ათ-ათი გუნდი ითამაშებს.

ამასთან ერთად, გადაწყდა, რომ შეიცვლება ჩემპიონატის გამართვის დრო და ის შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით ჩატარდება. გამგეობის გაფართოებული სხდომის კიდევ ერთი განსახილველი თემა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობა იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული