წლევანდელი გათამაშება სექტემბერში დაიწყება. თუმცა მანამდე სტარტი აიღო შუალედურმა, გაზაფხულის ტურნირმა, რომელშიც თავდაპირველად პირველლიგელები ჩაერთნენ. აქ მოასპარეზე გუნდები ორ დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში გაანაწილეს.
აღმოსავლეთ ზონაში, სადაც ათმა გუნდმა მოიყარა თავი შესარჩევი ტურნირი გაიმართა, სადაც ის ოთხი გუნდი გამოვლინდა, რომლებიც მარტის ბოლოდან უმაღლესლიგელებთან ერთად თამაშის უფლების მოპოვებისთვის იბრძოლებენ. ასეთი კი ორივე ზონიდან თითო გუნდი იქნება.
აღმოსავლეთ ზონაში ჯგუფური ტურნირის პირველი ტური გაიმართა. თბილისის "დევებმა" თანაქალაქელი "თიბისი" მინმალური სხვაობით
დასავლეთ ზონაში იმთავითვე ექვსი გუნდი იყო და ამიტომ შესარჩევი ტურნირი არ ჩატარებულა. გუნდებმა პირდაპირ წრიული სისტემით დაიწყეს ასპარეზობა. აქ უკვე ორი ტურია გამართული, რომელმაც ორი ფავორიტი გამოავლინა ქუთაისის "ბაგრატი" და ბათუმის "დელფინები".
აღასანიშნავია, რომ დასავლეთ ზონაში სამი დებიუტანტი გუნდია, "დელფინები", სენაკის "ნოქალაქევი" და საჩხერის "ჯრუჭი".
აღმოსავლეთი. შესარჩევი
ხულიგანა-ივერია 35:5, თიბისი-მგლები 59:0, ტორნადო-პატარძეული 3:32, დევები-ბარბაროსები 12:5, დინამო-სტუ (ჩაიშალა).
I ტური
დევები-თიბისი 13:12, ხულიგანა-ვეფხვები 8:5.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხულიგანა - 4, 2. დევები - 4, 3. თიბისი - 1, 4. ვეფხვები - 1.
დასავლეთი
I ტური
დელფინები-რაინდები 24:0, ნოქალაქევი-ბაგრატი 0:33, არწივები-ჯრუჭი 20:0
II ტური
ნოქალაქევი-რაინდები 0:10, არწივები-ბაგრატი 0:46, ჯრუჭი-დელფინები 0:31.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 10 ქულა, 2. დელფინები - 10, 3. არწივები - 5, 4. რაინდები - 4, 5. ნოქალაქევი - 0, 6. ჯრუჭი - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"