გადამწყვეტ მატჩში "თიბისიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ხულიგანა" - 20:15. შედეგად, "თიბისი" მეორე ეტაპზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ქუთაისის "აია", რუსთავის "ხარები" და თბილისური გუნდები: "ლოკომოტივი", "ყოჩები" და "ჯიქები" ეყოლება.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ზონაში ბოლო ტური და რამდენიმე გადატანილი მატჩია გასამართი, გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ეს ქუთაისის "ბაგრატია", რომელმაც უშუალო კონკურენტი ბათუმის "დელფინები" შინ
"ბაგრატი" A ჯგუფში "არმიას", "ლელოს", "აკადემიას", "არმაზსა" და "ბათუმი XV"-ს დაუპირისპირდება.
აღმოსავლეთი
III ტური
ხულიგანა-თიბისი 15:20, დევები-ვეფხვები 29:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 10 ქულა, 2. ხულიგანა - 10, დევები - 8, 4. ვეფხვები - 1.
დასავლეთი
IV ტური
დელფინები-ნოქალაქევი 34:5, რაინდები-არწივები 13:5, ჯრუჭი-ბაგრატი (გადაიდო).
V ტური
რაინდები-ბაგრატი 3:35, არწივები-დელფინები 0:5, ჯრუჭი-ნოქალაქევი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 19 ქულა, 2. დელფინები - 19, 3. რაინდები - 8, 4. არწივები - 6, 5. ჯრუჭი - 0, 6. ნოქალაქევი - 0.
მეორე ეტაპი
I ტური
31 მარტი
A ჯგუფი
არმია-ბაგრატი, ლელო-აკადემია, არმაზი-ბათუმი XV
B ჯგუფი
აია-თიბისი, ლოკომოტივი-ყოჩები, ხარები-ჯიქები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"