გაზაფხულის ტურნირი: შემდეგ ეტაპზე "ბაგრატმა" და "თიბისიმ" გააღწიეს

AutoSharing Option
გაზაფხულის ტურნირის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ ზონაში, რომელშიც ოთხი გუნდი ასპარეზობდა, გათამაშება უკვე დასრულდა. პირველი ადგილი "თიბისიმ" დაისაკუთრა და მეორე ეტაპზე, უმაღლესლიგელებთან თამაშის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში "თიბისიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ხულიგანა" - 20:15. შედეგად, "თიბისი" მეორე ეტაპზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ქუთაისის "აია", რუსთავის "ხარები" და თბილისური გუნდები: "ლოკომოტივი", "ყოჩები" და "ჯიქები" ეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ზონაში ბოლო ტური და რამდენიმე გადატანილი მატჩია გასამართი, გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ეს ქუთაისის "ბაგრატია", რომელმაც უშუალო კონკურენტი ბათუმის "დელფინები" შინ
15:7 დაამარცხა. ქუთათურებმა ყველა თამაში მოიგეს და მეტოქეებისთვის მიუწვდომელნი არიან.

"ბაგრატი" A ჯგუფში "არმიას", "ლელოს", "აკადემიას", "არმაზსა" და "ბათუმი XV"-ს დაუპირისპირდება.

აღმოსავლეთი
III ტური
ხულიგანა-თიბისი 15:20, დევები-ვეფხვები 29:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 10 ქულა, 2. ხულიგანა - 10, დევები - 8, 4. ვეფხვები - 1.

დასავლეთი
IV ტური
დელფინები-ნოქალაქევი 34:5, რაინდები-არწივები 13:5, ჯრუჭი-ბაგრატი (გადაიდო).

V ტური
რაინდები-ბაგრატი 3:35, არწივები-დელფინები 0:5, ჯრუჭი-ნოქალაქევი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 19 ქულა, 2. დელფინები - 19, 3. რაინდები - 8, 4. არწივები - 6, 5. ჯრუჭი - 0, 6. ნოქალაქევი - 0.

მეორე ეტაპი
I ტური
31 მარტი

A ჯგუფი
არმია-ბაგრატი, ლელო-აკადემია, არმაზი-ბათუმი XV

B ჯგუფი
აია-თიბისი, ლოკომოტივი-ყოჩები, ხარები-ჯიქები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული