ჭაბუკთა B ლიგა: სტარტი 36-მა აიღო

AutoSharing Option
გაზაფხულის ტურნირის პარალელურად დაიწყო ჭაბუკთა B ლიგის გათამაშება, სადაც წლეულს კლუბების რეკორდული რაოდენობა ასპარეზობს.

36 გუნდი ორ აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაშია განაწილებული. თავის მხრივ, ეს ზონები ორ, A და B ჯგუფებად დაყვეს. აღმოსავლეთ ზონაში 22 გუნდი ასპარეზობს, დასავლეთში - 14. ყველაზე სოლიდურად ქუთაისის "აიაა" წარმოდგენილი. ის შეჯიბრებაში ექვსი გუნდით ჩაება.

აღმოსავლეთ ზონაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. A ჯგუფში თბილისის "ტორნადომ", რომელიც არსებობის ორ წელიწადს ითვლის, დიდი ანგარიშით მოუგო თბილისის "ლელო 2"-ს - 50:0. "ლელოს" პირველი გუნდი კი თბილისის "ჯიქებმა" დაამარცხეს
22:5. დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა ლიგის დებიუტანტ "ჯვაროსნებთან" მატჩში თბილისის "ყოჩებმა" - 28:3.

აღმოსავლეთი. A ჯგუფი
ლელო 2-ტორნადო 0:50, ყოჩები-ჯვაროსნები 28:3, ჯიქები-ლელო 1 22:5, ივერია-ვეფხვები 30:10, ხარები-არმია 8:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტორნადო - 5 ქულა, 2. ყოჩები - 5, 3. ივერია - 5, 4. ჯიქები - 5, 5. ხარები - 2, 6. არმია - 2, 7. მუტრუკები - 0, 8. ლელო 1 - 0, 9. ვეფხვები - 0, 10. ჯვაროსნები - 0, 11. ლელო 2 - 0.

* * *

B ჯგუფში ორი გუნდი - თბილისის "არმაზი" და დედოფლისწყაროს "მიმინო" დაწინაურდა. არმაზელებმა გურჯაანის "კახებს" მოუგეს 32;5, "მიმინომ" კი დიდი ანგარიშით სძლია "თსუ ლომებს" - 40:14. სავარაუდოდ, ლიდერთა ბრძოლაში ჩაერევა "თიბისიც", რომელმაც თბილისის "წიქარა" დაამარცხა 27:19.

B ჯგუფი

თიბისი-წიქარა 27:19, ხულიგანა-ლოკომოტივი 1 5:5, ლოკომოტივი 2-ჩოხოსნები 12:15, არმაზი-კახები 32:5, მიმინო-თსუ ლომები 40:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმაზი - 5 ქულა, 2. მიმინო - 5, 3. თიბისი - 4, 4. ჩოხოსნები - 4, 5. ხულიგანა - 2, 6. ლოკომოტივი 1 - 2, 7. ლოკომოტივი 1 - 1, 8. აკადემია - 0, 9. წიქარა - 0, 10. თსუ ლომები - 0, 11. კახები - 0.

* * *

დასავლეთი. I ტური. A ჯგუფი
რაინდები-ადიგენი, ქუთაისი 4-ბორჯომი, ქუთაისი 5-ლომები

B ჯგუფი
ქუთაისი 3-ქობულეთი, ქუთაისი 2-ქუთაისი 6, არწივები-ჯრუჭი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული