გაზაფხული ტურნირი. II ტური: გარდამავალი მატჩები, მზადება ჩემპიონატისთვის

AutoSharing Option
7 აპრილს გაზაფხულის ტურნირზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

A ჯგუფში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლიდერების თბილისის "არმაზისა" და "არმიას" დაპირიპირება. ორივე გუნდს წარმატებული სტარტი ჰქონდა.

არმიელებმა, რომლებსაც საქართველოს A ნაკრებში მივლინებული ათი მოთამშე აკლდათ, დიდი ანგარიშით მოუგეს პირველლიგელ ქუთაისის "ბაგრატს". "არმაზმა" კი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სძლია "ბათუმი XV"-ს, რომელიც თბილისის "აკადემიას" დაუპირისპირდება.

ამავე ჯგუფში პირველ მატჩს გამართავს თბილისის "ლელო", მისი მეტოქე "ბაგრატი" იქნება.

A ჯგუფი
აკადემია-ბათუმი XV, არმია-არმაზი, ლელო-ბაგრატი

სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 5 ქულა, 2. არმაზი - 4, 3.
ბათუმი - 1, 4. ლელო - 0, 5. აკადემია - 0, 6. ბაგრატი - 0.

B ჯგუფში საინტერესო იქნება რუსთავის "ხარებისა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება. ორივე გუნდმა პირველ ტურში გამარჯვებას მიაღწია და წესით, ამ მატჩში უნდა გამოვლინდეს ის გუნდი, რომელიც პირველობისთვის კონკურენციას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" გაუწევს.

რკინიგზელები მეორე ტურში პირველლიგელ "თიბისის" ხვდებიან.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის "ჯიქები", რომელსაც, სავარაუდოდ, ასევე ექნება პლეი ოფში თამაშის პრეტენზია, თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდბა.

B ჯგუფი
თიბისი-ლოკომოტივი, ხარები-აია, ყოჩები-ჯიქები

სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 5 ქულა, 2. ლოკომოტივი - 5, 3. ხარები - 4, 4. ჯიქები - 1, 5. ყოჩები - 0, 6. თიბისი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული