ჭაბუკთა B ლიგა: ოთხი უძლეველია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

აღმოსავლეთის ზონის A ჯგუფში მესამე ტურის შემდეგ ლიდერობა ხელთ იგდო "არმიამ", რომელმაც პრინციპულ მატჩში აქამდე დაუმარცხებელ თბილისის "ყოჩებს" სძლია დამაჯერებლად - 41:10.

არმიელებს კვალში უდგას თბილისის "ტორნადო", რომელმაც გათამაშების დებიუტანტი დაამარცხა - 19:6. ლიდერებს შეუერთდა თბილისის "ივერიაც", რომელმაც შინ აუტსაიდერ თელავის "მუტრუკებს" მოუგო - 83:3.

სამი თამაშიდან სამივე წააგო პატარძეულის "ვეფხვებმა". მათ ამჯერად სტუმრად დათმეს თბილისის "ლელო 2"-თან - 5:14.

აღმოსავლეთი. A ჯგუფი
ტორნადო-ჯვაროსნები 19:6, ყოჩები-არმია 10:41, ივერია-მუტრუკები 83:3, ლელო
2-ვეფხვები 14:5.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 12 ქულა, 2. ტორნადო - 10, 3. ყოჩები - 10, 4. ივერია - 10, 5. ჯიქები - 9, 6. ხარები - 7, 7. ჯვაროსნები - 5, 8. ლელო 1 - 4, 9. ლელო 2 - 4, 10. ვეფხვები - 0, 11. მუტრუკები - 0.

* * *

B ჯგუფში აღსანიშნავია კახური გუნდების, დედოფლისწყაროს "მიმინოსა" და გურჯაანის "კახების" წარმატებული თამაში. "მიმინომ" მესამე ტურში ლიგის დებიუტანტი თბილისის "წიქარა" მიიღო და დიდი ანგარიშით - 71:6 დაამარცხა. გურჯაანის "კახებმა" კი სტუმრად სძლია კასპის "თსუ ლომებს" - 36:5.

ამ ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს თბილისის "არმაზი", რომელმაც ამჯერად თბილისის "ლოკომოტივს" მოუგო - 31:19. ლიდერთა შორისაა რვა ქულით თბილისის "აკადემია", რომელმაც უშეღავათო ბრძოლაში მინიმალური სხვაობით აჯობა თბილისის "ხულიგანას" - 11:10.

აკადემიელებს ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა თბილისის "თიბისი", რომელმაც ასევე მინიმალური სხვაობით შეძლო გათამაშების დებიუტანტი თბილისის "ჩოხოსნების" დამარცხება - 14:13.

B ჯგუფი
ხულიგანა-აკადემია 10:11, თსუ ლომები-კახები 5:36, მიმინო-წიქარა 71:6, თიბისი-ჩოხოსნები 14:13, არმაზი-ლოკომოტივი 31:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმაზი - 14 ქულა, 2. კახები - 10, 3. მიმინო - 10, 4. აკადემია - 9, 5. თიბისი - 8, 6. ლოკომოტივი 1 - 7, 7. თსუ ლომები - 5, 8. ჩოხოსნები - 5, 9. ხულიგანა - 3, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0.

ჭაბუკთა B ლიგის დასავლეთ ზონაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. A ჯგუფში ლიდერობა ქუთაისის "აია 4"-მა იგდო ხელთ, რომელმაც სტუმრად გააწბილა ასპინძის "ლომები" 67:0. მის მსგავსად წაუგებელი აქ ჯერ კიდევ სამი გუნდია, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, ფოთის "რაინდების" გასვლითი შეხვედრა "ბორჯომთან" გადაიდო.
ამავე ჯგუფში ქუთაისის "აია 1"-მა სტუმრად დაამარცხა "ადიგენი" - 13:12.

* * *

დასავლეთი. A ჯგუფი
ბორჯომი-რაინდები (გადაიდო), ლომები-აია4 0:67, ადიგენი-აია1 12:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. აია 4 - 10 ქულა, 2. აია 5 - 5, 3. რაინდები - 5, 4. აია 1 - 4, 5. ადიგენი - 1, 6. ბორჯომი - 0, 7. ლომები - 0.

* * *

B ჯგუფში უძლეველი ორია - ქუთაისის "აია 3" და საჩხერის "ჯრუჭი". პირველმა მეორე ტურში შინ დაამარცხა თანაქალაქელი "აია 2" - 10:7. საჩხერელებმა კი, პირველ ტურში, სტუმრად ოზურგეთის "არწივებთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ - 15:15. ასევე გასვლაზე აჯობეს ქუთაისის "აია 6"-ს - 10:7.

პირველი მატჩი ჭიათურის "იმერეთმა" სტუმრად "ქობულეთს" მოუგო - 32:19.

B ჯგუფი
ქობულეთი-იმერეთი 19:32, აია 2-აია 3 7:10, აია 6-ჯრუჭი 7:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. აია 3 - 9 ქულა, 2. აია 2 - 6, 3. ჯრუჭი - 6, 4. იმერეთი - 5, 5. არწივები - 2, 6. აია 6 - 1, 7. ქობულეთი - 0.

ჭაბუკთა A ლიგის გათამაშება სტარტს 17 აპრილიდან აიღებს. აქ 16 გუნდი ორ ჯგუფადაა განაწილებული.

A ჯგუფი: აია 1 (ქუთაისი), აია 2 (ქუთაისი), ჯიქები (თბილისი), ლელო (თბილისი), ივერია (თბილისი), ლოკომოტივი (თბილისი), წიქარა (თბილისი), ჯვაროსნები (თბილისი).

B ჯგუფი: აკადემია (თბილისი), არმია (თბილისი), ყოჩები (თბილისი), ხარები (რუსთავი), იმერეთი (ჭიათურა), ხულიგანა (თბილისი), ტორნადო (თბილისი), არწივები (ოზურგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული