ჭაბუკთა B ლიგა: დაუმარცხებელი ჯერ კიდევ ბევრია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგის გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში უკვე გამოიკვეთა ის ოთხეული, რომელიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს. ლიდერებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავიანთი შეხვედრები დიდი ანგარიშით მოიგეს.

სატურნირო ცხრილს 17 ქულით სათავეში ჩაუდგა "არმიას" ჭაბუკთა გუნდი, რომელმაც მესამე ტურში თბილისის "ლელო 2" გაანადგურა 101:0. არმიელებს ორი ქულით ჩამორჩებიან თბილისური გუნდები "ყოჩები" და "ტორნადო".

"ყოჩებმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხეს თელავის "მუტრუკები" - 98:0, ტორნადოელებმა კი სტუმრად სძლიეს პატარძეულის "ვეფხვებს" - 55:12.

თბილისის "ჯიქები", მართალია, 14 ქულით
მე-4 ადგილზეა, მაგრამ მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით, ისევე, როგორც "არმია", დაუმარცხებელია. "ჯიქებმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება "ჯვაროსნებთან" ბრძოლაში მოიპოვეს - 69:0. ამავე ჯგუფში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა რუსთავის "ხარებისა" და თბილისის "ლელო 1"-ის დაპირისპირება. რუსთაველმა მორაგბეებმა სტუმრად მინიმალური სხვაობით მოიგეს - 15:14.

აღმოსავლეთი ზონა. A ჯგუფი
არმია-ლელო 2 101:0, ლელო1-ხარები 14:15, ვეფხვები-ტორნადო 12:55, ჯვაროსნები-ჯიქები 0:69, ყოჩები-მუტრუკები 98:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 17 ქულა, 2. ყოჩები - 15, 3. ტორნადო - 15, 4. ჯიქები - 14, 5. ხარები - 11, 6. ივერია - 10, 7. ლელო 1 - 5, 8. ჯვაროსნები - 5, 9. ლელო 2 - 4, 10. ვეფხვები - 0, 11. მუტრუკები - 0.

* * *

B ჯგუფში დაუმარცხებლად თბილისური გუნდები "აკადემია" და "არმაზი" ასპარეზობენ, თუმცა მათ სატურნირო ცხრილში, შესაბამისად, მე-2 და მე-3 საფეხურები უკავიათ, რადგან ლიდერზე, გურჯაანის "კახებზე", ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

"კახებმა" მე-4 ტურში შინ დაამარცხეს დედოფლისწყაროს "მიმინო" - 36:19. გურჯაანელებს ამ გამარჯვების შემდეგ 15 ქულა დაუგროვდათ. მათ ერთი ქულით ჩამორჩება "აკადემია", რომელმაც თბილისის "წიქარა" უშანსოდ დატოვა - 90:3. ამდენივე ქულა აქვს "არმაზსაც" და მესამე ადგილზეა. არმაზელები მე-4 ტურში ისვენებდნენ.

ლიდერთა ბრძოლაში შესაძლოა ჩაერიოს თბილისის "ლოკომოტივი 1", რომელმაც დიდი ანგარიშით სძლია "თიბისის" - 81:7. რკინიგზელები ახლა 12 ქულით მე-4 ადგილზე არიან. ამავე ჯგუფში ყველაზე დაძაბული გამოდგა თბილისის "ჩოხოსნებისა" და კასპის "თსუ ლომების" დაპირისპირება. თბილისელმა მორაგბეებმა შინ მეტოქის დამარცხება ექვის ქულის სხვაობით შეძლეს - 18:12.

B ჯგუფი
წიქარა-აკადემია 3:90, ჩოხოსნები-თსუ ლომები 18:12, კახები-მიმინო 36:19, ლოკომოტივი 1 - თიბისი 81:7, ხულიგანა-ლოკომოტივი 118:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. კახები - 15 ქულა, 2. აკადემია - 14, 3. არმაზი - 14, 4. ლოკომოტივი 1 - 12, 5. მიმინო - 10, 6. ჩოხოსნები - 9, 7. ხულიგანა - 8, 8. თიბისი - 8, 9. თსუ ლომები - 6, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0.

დასავლეთ ზონაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისური გუნდები დომინირებენ. მათ კონკურენციას მხოლოდ ფოთის "რაინდები" და საჩხერის "ჯრუჭი" უწევენ.

A ჯგუფში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია სამი გუნდი: "ქუთაისი 1", "ქუთაისი 4" და ფოთის "რაინდები". განვლილ, მესამე ტურში სამივემ საშინაო შეხვედრა გამართა. "ქუთაისი 1"-მა აუტსაიდერ "ბორჯომს" აჯობა - 34:9, მეორეადგილოსანმა ფოთის რაინდებმა" კი შედარებით იოლად სძლია ასპინძის "ლომებს" - 49:3. ბევრად უფრო ძნელი ბრძოლა გადაიტანა "ქუთაისი 4"-მა, რომელმაც "ქუთაისი 5"-ს მოუგო - 22:8.

დასავლეთი ზონა. A ჯგუფი
ქუთაისი 1-ბორჯომი 34:9, ქუთაისი 4-ქუთაისი 5 22:8, რაინდები-ლომები 49:3,
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 4 - 15 ქულა, 2. რაინდები - 10, 3. ქუთაისი 1 - 9, 4. ქუთაისი 5 - 5, 5. ადიგენი - 1, 6. ბორჯომი - 0, 7. ლომები - 0.

ჯერჯერობით ასევე სამი დაუმარცხებელი გუნდია B ჯგუფშიც. ლიდერმა "ქუთაისი 3"-მა, რომელსაც 14 ქულა დაუგროვდა, "ქუთაისი 6" გაანადგურა - 101:0. მას ორი ქულით ჩამორჩება "ქუთაისი 2", რომელმაც სტუმრად აჯობა ჭიათურის "იმერეთს" - 25:3.

მესამეადგილოსანი საჩხერის "ჯრუჭი" მესამე ტურში ისვენებდა. ჯერაც დაუმარცხებელმა ოზურგეთის "არწივებმა" შინ, დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით მოუგო "ქობულეთს" - 15:14.

B ჯგუფი
არწივები-ქობულეთი 15:14, ქუთაისი 3-ქუთაისი 6 101:0, იმერეთი-ქუთაისი 2 3:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 14 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 11, 3. ჯრუჭი - 6, 4. არწივები - 6, 5. იმერეთი - 5, 6. ქობულეთი - 1, 7. ქუთაისი 6 - 1.

დღეს დაიწყება საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშება. შეგახსენებთ, რომ აქ 16 გუნდი ორ, A და B ჯგუფებში არის განაწილებული.

A ჯგუფი: ქუთაისი 1, ქუთაისი 2, ჯიქები (თბილისი), ლელო (თბილისი), ივერია (თბილისი), ლოკომოტივი (თბილისი), წიქარა (თბილისი), ჯვაროსნები (თბილისი).

I ტური
ჯიქები-წიქარა, ივერია-ლოკომოტივი, ქუთაისი 1-ჯვაროსნები, ლელო-ქუთაისი 2.

B ჯგუფი: აკადემია (თბილისი), არმია (თბილისი), ყოჩები (თბილისი), ხარები (რუსთავი), იმერეთი (ჭიათურა), ხულიგანა (თბილისი), ტორნადო (თბილისი), არწივები (ოზურგეთი).

I ტური
აკადემია-არწივები, ხარები-იმერეთი, არმია-ტორნადო, ყოჩები-ხულიგანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული