ჭაბუკთა B ლიგა: ლიდერობენ "არმია", "აკადემია", გურჯაანი, ქუთაისი და ფოთი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთის ზონის A ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის "ჯიქები" და "არმია".

ამ უკანასკნელს 22 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. "ჯიქები" მას ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაში თადარიგში აქვს.

არმიელები მეხუთე ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, თბილისის "ტორნადოს" დაუპირისპირდა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით 62:0 დაამარცხა. თუმცა ტორნადოელებმა 15 ქულით მე-4 ადგილი მაინც შეინარჩუნეს.
საკმაო ჯაფა დაადგა "ჯიქებს" ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენლის, რუსთავის "ხარების" დასამარცხებლად - 24:19. რუსთაველები 12
ქულით ახლა მე-5 ადგილზე არიან.

თბილისის "ჯვაროსნებმა" სტუმრად მოუგო პატარძეულის "ვეფხვებს" - 26:3. გაიმარჯვა თბილისის "ლელოს" ორივე გუნდმა: პირველმა "ივერიას" სძლია - 19:7, მეორემ თელავის "მუტრუკებს" აჯობა - 24:10.

აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
ჯიქები-ხარები 24:19, ივ
რია-ლელო 1 7:19, ლელო 2-მუტრუკები 24:10, ვეფხვები-ჯვაროსნები 3:26, ტორნადო-არმია 0:62.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 22 ქულა, 2. ჯიქები - 18, 3. ყოჩები - 15, 4. ტორნადო - 15, 5. ხარები - 12, 6. ივერია - 10, 7. ჯვაროსნები - 10, 8. ლელო 1 - 9, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 0, 11. მუტრუკები - 0.

* * *

B ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ ერთია - თბილისის "აკადემია", თუმცა მას სატურნირო ცხრილში გურჯაანის "კახები" უსწრებს, რომელმაც ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო. "აკადემიას" ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

გურჯაანელებმა მე-5 ტურში სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგეს თბილისის "წიქარას" - 48:0. "აკადემიამ" კი თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდი გაანადგურა - 92:5.

სატურნირო ცხრილში დაწინაურებულებს კვალში უდგას "ლოკომოტივის" პირველი გუნდი, რომელმაც სტუმრად სძლია კასპის "თსუ ლომებს" - 75:0. რკინიგზელებს ახლა 17 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

მეოთხეადგილოსანმა თბილისის "არმაზმა" მოულოდნელად წააგო თანაქალაქელ "ხულიგანასთან" - 11:35. არმაზელებს აქტივში 14 ქულა დარჩათ. ამდენივე ქულა აქვს დედოფლისწყაროს "მიმინოს", რომელმაც შინ მოუგო თბილისის "ჩოხოსნებს" - 28:16.

B ჯგუფი
წიქარა-კახები 0:48, არმაზი-ხულიგანა 11:35, მიმინო-ჩოხოსნები 28:16, აკადემია-ლოკომოტივი 2 92:5, თსუ ლომები-ლოკომოტივი 1 0:75.
სატურნირო მდგომარეობა
1. კახები - 20 ქულა, 2. აკადემია - 19, 3. ლოკომოტივი 1 - 17, 4. არმაზი - 14, 5. მიმინო - 14, 6. ხულიგანა - 13, 7. ჩოხოსნები - 9, 8. თიბისი - 8, 9. თსუ ლომები - 6, 10, ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0.

* * *

დასავლეთი ზონის A ჯგუფს ორი დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს: ფოთის "რაინდები", რომელიც 15 ქულით პირველ ადგილზეა და "ქუთაისი 1", რომელიც მას ერთი ქულით ჩამორჩება. ამ გუნდს "ქუთაისი 4" უსწრებს, მაგრამ მას ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ფოთელმა მორაგბეებმა მე-4 ტურში შინ სწორედ "ქუთაისი 4"-ს სძლიეს - 25:9. ეს ამ უკანასკნელის პირველი წაგება იყო მიმდინარე გათამაშებაში. "ქუთაისი 1"-მა მშრალი ანგარიშით დაამარცხა "ქუთაისი 5" - 37:0.

ამავე ჯგუფში ასპინძის "ლომებმა" საკუთარ მოედანზე დათმეს შეხვედრა "ადიგენთან" - 48:3.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
რაინდები-ქუთაისი 4 25:9, ლომები-ადიგენი 3:48, ქუთაისი 5-ქუთაისი 1 0:37.
სატურნირო მდგომარეობა
1. რაინდები - 15 ქულა, 2. ქუთაისი 4 - 15, 3. ქუთაისი 1 - 14, 4. ადიგენი - 6, 5. ქუთაისი 5 - 5, 6. ბორჯომი - 0, 7. ლომები - 0.

* * *

B ჯგუფს სათავეში 19 ქულით "ქუთაისი 3" უდგას, რომელმაც ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო. ქუთათურებმა ამჯერად მე-4 ტურში ჭიათურის "იმერეთს" სძლიეს - 27:8. ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა "ქუთაისი 2", რომელმაც შინ მოუგო ოზურგეთის "არწივებს" - 29:0.

პირველი გამარჯვება მიითვალა "ქობულეთმა", რომელმაც შინ აჯობა საჩხერის "ჯრუჭის" - 31:10.

B ჯგუფი
ქუთაისი 3-იმერეთი 27:8, ქუთაისი 2-არწივები 29:0, ქობულეთი-ჯრუჭი 31:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 19 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 16, 3. ჯრუჭი - 6, 4. არწივები - 6, 5. ქობულეთი - 6, 6. იმერეთი - 5, 7. ქუთაისი 6 - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული