ლელოელებმა სტუმრად შეძლეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება ქუთაისის პირველ გუნდთან. მატჩი მინიმალური სხვაობით თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა - 22:21.
სატურნირო ცხრილში 13 ქულით "ლელო" მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს თბილისის "ჯიქები", რომელმაც დიდი ანგარიშით დაამარცხა "ჯვაროსნები" - 58:0.
ლიდერებს კვალში უდგას თბილისის "ივერია", რომელმაც ლიგის დებიუტანტ "წიქარას" სძლია - 44:5. ივერიელებს ათი ქულა დაუგროვდათ. მათ ორი
ჭაბუკთა A ლიგა. III ტური. A ჯგუფი
ჯვაროსნები-ჯიქები 0:58, ივერია-წიქარა 44:5, ქუთაისი 1-ლელო 21:22, ლოკომოტივი-ქუთაისი 2 11:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 14 ქულა, 2. ლელო - 13, 3. ივერია - 10, 4. ქუთაისი 2 - 8, 5. ქუთაისი 1 - 7, 6. ლოკომოტივი - 6, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.
* * *
დღემდე ორი დაუმარცხებელია B ჯგუფშიც - რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". ორივემ სამი შეხვედრა გამართა და სამივე დამაჯერებლად მოიგო.
მესამე ტურში "ხარებმა", რომელიც 14 ქულით პირველ ადგილზეა, შინ გაანადგურა თბილისის "ტორნადო" - 64:5.
"აკადემიას" კი მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთმა აუტსაიდერმა თბილისის "ყოჩებმა", თუმცა გამარჯვებას მაინც მიაღწია - 18:15.
მე-4 ტურში ერთმანეთს სწორედ "ხარები" და "აკადემია" დაუპირისპირდებიან, რომელთა ორთაბრძოლაშიც ჯგუფის რეალური ლიდერი გაირკვევა.
ლიდერების დავაში შეიძლება ჩაერთოს თბილისის "ხულიგანა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ჭიათურის "იმერეთი" 45:10 და ახლა 10 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და მეოთხეა ოზურგეთის "არწივები", რომელმაც სენსაციურად სძლია შინ "არმიას" - 22:8.
B ჯგუფი
ხარები-ტორნადო 64:5, არწივები-არმია 22:8, იმერეთი - ხულიგანა - 10:45, აკადემია-ყოჩები 18:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 14 ქულა, 2. აკადემია - 13, 3. ხულიგანა - 10, 4. არწივები - 10, 5. არმია - 6, 6. ყოჩები - 3, 7. ტორნადო - 2, 8. იმერეთი - 0.
"დაუმარცხებლები და უცნაური ანგარიშები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"