აღმოსავლეთ ზონის A ჯგუფში შვიდი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორია - თბილისის "ჯიქები" და "არმია".
როგორც ჩანს, პლეი ოფში გასვლის მთავარი კანდიდატებიც ეს გუნდები იქნებიან. მათ კვალში უდგანან და კონკურენციის გაწევას ცდილობენ რუსთავის "ხარები" და თბილისის "ტორნადო".
მე-7 ტურში "არმია" სტუმრად შეხვდა პატარძეულის "ვეფხვებს" და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 58:0. "ჯიქებმა" კი ასევ
რუსთავის "ხარებმა", რომელიც 22 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად მოუგო მშრალი ანგარიშით თბილისის "ყოჩებს" - 20:0. "ტორნადო" კი, რომელიც რუსთაველებს ორი ქულით ჩამორჩება, ამ ტურში ისვენებდა.
დიდი ანგარიშებით დასრულდა ამ ჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა: დებიუტანტმა თბილისის "ჯვაროსნებმა" შინ დაამარცხა თელავის "მუტრუკები" - 47:3. თბილისის "ლელოს" პირველმა გუნდმა კი მეორეს 78:0 სძლია.
აღმოსავლეთი ზონა. A ჯგუფი
ჯიქები-ივერია 40:0, ყოჩები-ხარები 0:20, ჯვაროსნები-მუტრუკები 47:3, ლელო 1-ლელო 2 78:0, ვეფხვები-არმია 0:58.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 32 ქულა, 2. ჯიქები - 28, 3. ხარები - 22, 4. ტორნადო - 20, 5. ლელო 1 - 18, 6. ყოჩები - 16, 7. ჯვაროსნები - 15, 8. ივერია - 10, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 0, 11. მუტრუკები - 0.
* * *
B ჯგუფში დაუმარცხებელი აღარავინაა. თბილისის "აკადემიამ", რომელიც აქამდე გათამაშების ლიდერი იყო, პირველად მეხუთეადგილოსან თბილისის "არმაზთან" წააგო - 6:15. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე კი თბილისის "ლოკომოტივის" პირველი გუნდი გადაბარგდა. "უმცროსმა რკინიგზელებმა" გათამაშების დებიუტანტ თბილისის "წაქარას" შანსი არ დაუტოვა - 77:0.
სასიამოვნო მოულოდნელობაა გურჯაანის "კახების" შესანიშნავი ასპარეზობა. კახელებმა მე-7 ტურში სტუმრად დაამარცხეს გათამაშების კიდევ ერთი დებიუტანტი თბილისის "ჩოხოსნები" - 35:0 და 25 ქულით მეორე ადგილზე არიან.
ლიდერებს ბევრად არ ჩამორჩება თბილისის "ხულიგანა", რომელიც 23 ქულით მე-4 ადგილზეა. ხულიგანელებმა სტუმრად კასპში "თსუ ლომებთან" სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვეს - 120:0.
B ჯგუფი
თსუ ლომები-ხულიგანა 0:120, აკადემია-არმაზი 6:15, ჩოხოსნები-კახები 0:35, წიქარა-ლოკომოტივი-1 0:77, თიბისი-ლოკომოტივი 26:5.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლოკომოტივი 1 - 27 ქულა, 2. კახები - 25, 3. აკადემია - 24, 4. ხულიგანა - 23, 5. არმაზი - 23, 6. მიმინო - 14, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 6, 10. ლოკომოტივი 2 - 2, 11. წიქარა - 0.
დასავლეთი ზონის ორივე, A და B ჯგუფებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისური გუნდები ლიდერობენ.
A ჯგუფში ქუთაისის პირველ გუნდს, რომელსაც აქამდე ჯერ არ წაუგია და 23 ქულით პირველ ადგილზეა, ასევე დაუმარცხებელი ფოთის "რაინდები" უწევს კონკურენციას. ფოთელები ქუთათურებს სამი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.
"ქუთაისი 1"-მა განვლილ ტურში თანაქალაქელთა მეოთხე გუნდი დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში - 15:12. "რაინდები" კი ამჯერად ისვენებდა.
მეოთხეადგილოსანმა "ადიგენმა" შინ მოუგო "ქუთაისი 5"-ს - 20:7. ასპინძის "ლომები" კი შინ ვერას გახდა "ბორჯომთან" - 5:57.
დასავლეთი ზონა. A ჯგუფი
ლომები-ბორჯომი 5:57, ადიგენი-ქუთაისი 5 20:7, ქუთაისი 4-ქუთაისი 1 12:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 23 ქულა, 2. რაინდები - 20, 3. ქუთაისი 4 - 16, 4. ადიგენი - 10, 5. ბორჯომი - 9, 6. ქუთაისი 5 - 5, 7. ლომები - 0.
* * *
B ჯგუფში დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა - ეს ქუთაისის მესამე გუნდია, რომელმაც შინ გაწბილებული გაისტუმრა საჩხერის "ჯრუჭი" - 51:0. ქუთათურებს ახლა 29 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. მათ რვა ქულით ჩამორჩება "ქუთაისი 2", რომელიც განვლილ ტურში ისვენებდა.
მეორე მატჩი მოიგო ოზურგეთის "არწივებმა". ამ გუნდმა სტუმრად შეძლო სატურნირო ცხრილის მეზობლის, ჭიათურის "იმერეთის" ძლევა - 17:12.
სატურნირო ცხრილში წინ წაიწია "ქობულეთმა", რომელმაც სტუმრად აუტსაიდერი "ქუთაისი 6" დაამარცხა - 41:5. ქობულეთელებს ახლა 11 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.
B ჯგუფი
ქუთაისი 6-ქობულეთი 5:41, ქუთაისი 3-ჯრუჭი 51:0, იმერეთი-არწივები 12:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 29 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 21, 3. ქობულეთი - 11, 4. არწივები - 10, 5. იმერეთი - 10, 6. ჯრუჭი - 6, 7. ქუთაისი 6 - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"