A ჯგუფში ლიდერების - "ლელოსა" და თბილისის "ჯიქების" დაპირისპირება შედგა. უმძიმეს ბრძოლაში ლელოელებმა ორქულიანი სხვაობით მოიგეს და "ჯიქებს" წლეულს პირველი მარცხი აგემეს. ამ გამარჯვების შემდეგ "ლელოს" 17 ქულა გაუხდა და ისევ სატურნირო ცხრილის სათავეშია. "ჯიქები" მას ორი ქულით ჩამორჩება.
მე-4 ტურში მოიგეს ლიდერთა უახლოესმა მდევრებმაც: "ქუთაისი 1"-მა და თბილისის "ლოკომოტივმა".
ქუთაისის მეორე გუნდისა და თბილისის "ჯვაროსნების" შეხვედრა გადაიდო.
A ჯგუფი
ლელო-ჯიქები 10:8, წიქარა-ლოკომოტივი 0:46, ივერია-ქუთაისი 1 8:17, ქუთაისი 2-ჯვაროსნები (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 17 ქულა, 2. ჯიქები - 15, 3. ქუთაისი 1 - 11, 4. ლოკომოტივი - 11, 5. ივერია - 10, 6. ქუთაისი 2 - 8, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.
* * *
ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. რუსთავის "ხარებმა" და თბილისის "აკადემიამ", რომლებიც აქამდე დაუმარცხებელნი არიან, ფრედ ითამაშეს - 18:18. რუსთაველებს 16 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან, აკადემიელები მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა თბილისის "ხულიგანა", რომელმაც შინ დაამარცხა ოზურგეთის "არწივები" - 34:13. ლიდერებს წამოეწია "არმია", რომელმაც დიდი ანგარიშით სძლია "ყოჩებს" - 43:0.
პირველი გამარჯვება მოიპოვა ჭიათურის "იმერეთმა", რომელმაც სტუმრად მოულოდნელად დაამარცხა თბილისის "ტორნადო" - 16:14.
B ჯგუფი
ხულიგანა-არწივები 34:13, აკადემია-ხარები 18:18, ტორნადო-იმერეთი 14:16, ყოჩები-არმია 0:43.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 16 ქულა, 2. ხულიგანა - 15, 3. აკადემია - 15, 4. არმია - 11, 5. არწივები - 10, 6. იმერეთი - 4, 7. ყოჩები - 3, 8. ტორნადო - 3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"