დებულების მიხედვით, პირველი ეტაპი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორ-ორ ზონაში ერთწრედ გაიმართა. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო კი მეორე ეტაპზე ისევ ორ ჯგუფში განაწილდება და ამჯერად ერთმანეთს ორწრედ დაუპირისპირდება. ჯგუფებში გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის ითამაშებენ. მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.
აღმოსავლეთ ზონის A ჯგუფში პლეი ოფში გამსვლელი ორი ადგილისთვის პრეტენზიას ოთხი გუნდი აცხადებს: "არმია", "ჯიქები", "ხარები" და "ლელო 1". ამ
ლიდერი კი 36 ქულით "არმიაა", რომელმაც მეორეადგილოსან თბილისის "ჯიქებს", რომელიც მას 7 ქულით ჩამორჩება, საკმაოდ უჩვეულო ანგარიშით, 3:0 მოუგო. "ჯიქები" ორი ქულით უსწრებს მესამე ადგილზე მყოფ რუსთავის "ხარებს", რომელმაც დიდი ანგარიშით სძლია "ლელო 2"-ს - 88:3.
აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
ლელო 1-ტორნადო 23:16, მუტრუკები-ვეფხვები 3:42, ხარები-ლელო 2 88:3, არმია-ჯიქები 3:0, ივერია-ყოჩები 15:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 36 ქულა, 2. ჯიქები - 29, 3. ხარები - 27, 4. ლელო 1 - 22, 5. ტორნადო - 21, 6. ყოჩები - 20, 7. ჯვაროსნები - 15, 8. ივერია - 11, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0.
* * *
გაცილებით დაძაბული ბრძოლაა პლეი ოფში მოხვედრისთვის B ჯგუფში. აქ ორი გამსვლელი ადგილისთვის ხუთი გუნდი იბრძვის. ესენია: "ლოკომოტივი 1", "აკადემია", "ხულიგანა", "არმაზი" და "კახები".
პირველ ადგილზე აქ თბილისის "ლოკომოტივი 1" 32 ქულითაა, რომელმაც მერვე ტურში გურჯაანის "კახებს" 29:3 მოუგო. კახელი მორაგბეები 25 ქულით მე-5 ადგილზე არიან და პლეი ოფში გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებენ.
რკინიგზელებს სამი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი თბილისის "აკადემია", რომელმაც შანსი არ დაუტოვა გათამაშების დებიუტანტ "ჩოხოსნებს" - 88:5. მესამეადგილოსანმა თბილისის "ხულიგანამ" კი, რომელიც "აკადემიას" ერთი ქულით ჩამორჩება, "მიმინო" დატოვა მშრალზე - 75:0.
B ჯგუფი
ლოკომოტივი 1-კახები 29:3, ჩოხოსნები-აკადემია 5:88, არმაზი-თიბისი 107:0, მიმინო-ხულიგანა 0:75, ლოკომოტივი 2-თსუ ლომები (ლოკომოტივი არ გამოცხადდა).
სატურნირო მდგომარეობა
1. ლოკომოტივი 1 - 32 ქულა, 2. აკადემია - 29, 3. ხულიგანა - 28, 4. არმაზი - 28, 5. კახები - 25, 6. მიმინო - 14, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 10, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0.
* * *
დასავლეთ ზონაში, როგორც უკვე ვთქვით, პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქუთაისის სამი გუნდი: "ქუთაისი 1", "ქუთაისი 2" და "ქუთაისი 3" გავიდა. მათთან ერთად ასპარეზობას ფოთის "რაინდებიც" განაგრძობს.
"ქუთაისი 1"-მა ბოლო ტურში შინ დაამარცხა ფოთის "რაინდები" - 34:12 და 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ქუთათურთა მეოთხე გუნდმა კი მოულოდნელად სტუმრად წააგო "ადიგენთან" 5:12 და ფოთელებს ვეღარ გაუსწრო. "ქუთაისი 4" 17 ქულით მე-3 ადგილს დასჯერდა.
დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
ქუთაისი 1-რაინდები 34:12, ადიგენი-ქუთაისი 4 12:5, ბორჯომი-ქუთაისი 5 17:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 28 ქულა, 2. რაინდები - 20, 3. ქუთაისი 4 - 17, 4. ადიგენი - 14, 5. ბორჯომი - 10, 6. ქუთაისი 5- 9, 7. ლომები - 0.
* * *
B ჯგუფში ქუთაისის ორ გუნდს, "ქუთაისი 1"-სა და "ქუთაისი 2"-ს კონკურენცია ვერავინ გაუწია. პირველი ადგილი 29 ქულით ქუთაისელთა მესამე გუნდმა დაიკავა, რომელიც ბოლო ტურში ისვენებდა.
"ქუთაისი 2"-მა კი სტუმრად მოუგო "ქობულეთს" - 21:8 და 25 ქულა დააგროვა. მას ათი ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსანი ოზურგეთის "არწივები", რომელმაც შინ სძლია "ქუთაისი 6"-ს - 29:15.
B ჯგუფი
არწივები-ქუთაისი 6 29:15, ქობულეთი-ქუთაისი 2 8:21, ჯრუჭი-იმერეთი 10:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 29 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 25, 3. არწივები - 15, 4. იმერეთი - 12, 5. ქობულეთი - 11, 6. ჯრუჭი - 8, 7. ქუთაისი 6 - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"