ჭაბუკთა ლიგა: "ლელო" და სამეული ლიდერობენ

AutoSharing Option
სასკოლო გამოცდების გამო გამოცხადებული შესვენება დასრულდა და სარაგბო ბატალიები განახლდა საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში.

A ჯგუფში მეხუთე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდა თბილისის "ლელო", რომელიც დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს. ლელოელებმა ამჯერად დიდი ანგარიშით დაამარცხეს აუტსაიდერი "ჯვაროსნები" - 61:0.

"ლელოს" ექვსი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ქუთაისის პირველი გუნდი, რომელმაც შინ მოუგო თბილისის "ლოკომოტივს" - 44:15. ქუთათურებს ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის "ჯიქები", რომელმაც თანაქალაქელ "ივერიასთან" წააგო - 14:22. ივერიელები 14 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

A ჯგუფი
ჯიქები-ივერია 14:22, წიქარა-ქუთაისი 2
0:61, ჯვაროსნები-ლელო 0:65, ქუთაისი 1-ლოკომოტივი 44:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 22 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 16, 3. ჯიქები - 15, 4. ივერია - 14, 5. ქუთაისი 2 - 13, 6. ლოკომოტივი - 11, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.

სამხელისუფლიანობაა B ჯგუფში. რუსთავის "ხარებს", თბილისის "აკადემიასა" და თბილისის "ხულიგანას" 20-20 ქულა დაუგროვდათ. რუსთაველებმა შინ მოუგეს ერთ-ერთ კონკურენტ "არმიას" - 10:3. "აკადემიამ" კი სტუმრად სძლია ჭიათურის "იმერეთს" - 62:3. "ხულიგანამ" აუტსაიდერი თბილისის "ტორნადო" დაამარცხა - 24:7.

B ჯგუფი
იმერეთი-აკადემია 3:62, არწივები-ყოჩები 26:23, ტორნადო-ხულიგანა 7:24, ხარები-არმია 10:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 20 ქულა, 2. აკადემია - 20, 3. ხულიგანა - 20, 4. არწივები - 14, 5. არმია - 12, 6. ყოჩები - 4, 7. იმერეთი - 4, 8. ტორნადო - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული