აქ დაუმარცხებლად ორი გუნდი: რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია" ასპარეზობს. მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველაზე რეალური კანდიდატებიც სწორედ ეს გუნდები არიან.
"ხარებმა", რომელსაც 30 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, შინ დაამარცხა ოზურგეთის "არწივები" - 60:5. რუსთაველებს ერთი ქულით ჩამორჩება "აკადემია", რომელმაც მშრალი ანგარიშით სძლია თბილისის "ტორნადოს" - 46:0.
ლიდერებს 22 ქულით კვალში უდგას "არმია". ამ გუნდმა მე-7 ტურში უშუალო კონკურენტ თბილისის "ხულიგანას" მოუგო დამაჯერებლად - 45:10. "ხულიგანა" 21
კიდევ ერთ მატჩში ჭიათურის "იმერეთმა" შინ დაამარცხა "ყოჩები" - 22:10.
A ლიგა
B ჯგუფი
ხულიგანა-არმია 10:45, აკადემია-ტორნადო 46:0, ხარები-არწივები 60:5, იმერეთი-ყოჩები 22:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 30 ქულა, 2. აკადემია - 29, 3. არმია - 22, 4. ხულიგანა - 21, 5. არწივები - 18, 6. იმერეთი - 9, 7. ყოჩები - 4, 8. ტორნადო - 3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"