შვიდკაცა რაგბიში "ლელო" ისევ საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, ისევე, როგორც პირველი, თბილისის "ლელოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლელოელებმა ტურნირი, რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა, დაუმარცხებლად განვლეს და პირველობა არავის დაუთმეს.

ჯგუფურ ეტაპზე "ლელოს" მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა თბილისის "ლოკომოტივმა" გაუწია, რომელმაც მოგვიანებით ფინალშიც გააღწია.

ლელოელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს: თბილისის "ხულიგანა" - 33:12, ქუთაისის "ბაგრატი" - 35:12, თბილისის "ყოჩები" - 21:5 და "ლოკომოტივი" 24:7. A ჯგუფის მეექვსე წევრმა თბილისის "არმაზმა" შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მონაწილეობაზე უარი თქვა.

B ჯგუფში საუკეთესო იყო თბილისის "აკადემია", რომელმაც ყველა
მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე კი ყველასთვის მოულოდნელად ბათუმელთა გუნდი გავიდა, რომელიც ნახევარფინალში "ლელოს" დაუპირისპირდა და 12:21 წააგო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში რკინიგზელებმა "აკადემიას" მოუგეს 26:7, თუმცა მერე, ფინალში "ლელოსთან" დიდი ანგარიშით, 0:40 დამარცხდნენ.

ორი ეტაპის ჯამში "ლელოს" 40 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ "აკადემიას" 6 ქულით უსწრებს. მესამეადგილოსან "ლოკომოტივს" 30 ქულა აქვს.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის მესამე ეტაპი 14-15 ივლისს გაიმართება.

A ჯგუფი
ბაგრატი-ყოჩები 14:7, ლელო-ხულიგანა 33:12, ლოკომოტივი-ხულიგანა 19:0, ლელო-ბაგრატი 35:12, ლელო-ყოჩები 21:5, ბაგრატი-ლოკომოტივი 14:35, ყოჩები-ხულიგანა 12:12, ლელო-ლოკომოტივი 24:7, ბაგრატი-ხულიგანა 33:7, ლოკომოტივი-ყოჩები 35:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 8 ქულა, 2. ლოკომოტივი - 6, 3. ბაგრატი - 4, 4. ყოჩები - 1, 5. ხულიგანა - 1.

B ჯგუფი
ბათუმი-არწივები 41:0, აია-ჯიქები 12:7, აკადემია-რაინდები 31:0, ჯიქები-არწივები 35:10, ბათუმი-რაინდები 24:0, აკადემია-აია 27:14, რაინდები-არწივები 12:5, აკადემია-ჯიქები 24:19, აია-ბათუმი 51:14, ჯიქები-რაინდები 41:0, აია-რაინდები 24:12, ბათუმი-ჯიქები 7:7, აკადემია-ოზურგეთი 59:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 10 ქულა, 2. ბათუმი - 7, 3. აია - 6, 4. ჯიქები - 5, 5. რაინდები - 2, 6. არწივები - 0.

ნახევარფინალი
ფიალა
ხულიგანა-არწივები 40:0

სინი
ბაგრატი-ჯიქები 19:21, ყოჩები-აია 5:33

თასი
ლელო-ბათუმი 21:12, ლოკომოტივი-აკადემია 26:7

IX ადგილისთვის
რაინდები-ხულიგანა 12:7

VII ადგილისთვის
ბაგრატი-ყოჩები 26:17

V ადგილისთვის
ჯიქები-აია 12:10

III ადგილისთვის
ბათუმი-აკადემია 12:31

ფინალი
ლელო-ლოკომოტივი 40:0

საბოლოო მდგომარეობა
1. ლელო, 2. ლოკომოტივი, 3. აკადემია, 4. ბათუმი, 5. ჯიქები, 6. აია, 7. ბაგრატი, 8. ყოჩები, 9. რაინდები, 10. ხულიგანა, 11. არწივები.

ორი ეტაპის ჯამი
1. ლელო - 40 ქულა, 2. აკადემია - 34, 3. ლოკომოტივი - 30, 4. აია - 26. 5. ბათუმი - 24, 6. ბაგრატი - 22, 7. ჯიქები - 20, 8. ყოჩები - 12, 9. ხულიგანა - 6, 10. ხულიგანა - 2, 11. არმაზი - 2, 12. არწივები - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული