საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდრის ნაწილი დამტკიცებულია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი წლეულს უჩვეულოდ, 1 სექტემბერს დაიწყება. რაგბის კავშირმა შარშან წლის ბოლოს გადაწყვიტა, ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შეცვალოს. გათამაშება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გაიმართება და უმაღლეს ლიგაში, რვა გუნდის ნაცვლად, ათი იასპარეზებს.

ჩემპიონატს წინ უძღოდა გარდამავალი, გაზაფხულის ტურნირი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის, "არმიას" გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან სამი რეგიონებიდანაა - რუსთავის "ხარები", ქუთაისის "აია" და "ბათუმი XV". მათგან, სავარაუდოდ, სამივეს პრეტენზია აქვს, პლეი ოფში გააღწიოს.

ტურნირის ფავორიტები, ზემოხსენებული გუნდების გარდა, იქნებიან: "არმია", "ლელო" და "ლოკომოტივი".

ცხადია, სტატისტის როლში ყოფნას და მკერდზე ხელის
დაკრეფას არ აპირებენ "აკადემია", "ყოჩები" და "ჯიქები". ეს უკანასკნელი უმაღლესი ლიგის დებიუტანტია და გაზაფხულის ტურნირზე ასპარეზობისას აჩვენა, რომ იოლად არავის არაფერს დაუთმობს.

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა გათამაშების კალენდრის ის ნაწილი, რომელიც წლეულს გასამართ მატჩებს მოიცავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონატი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და 8 დეკემბერს, მე-12 ტურის მატჩების შემდეგ, ზამთრის შესვენება გამოცხადდება.

გათამაშება, სავარაუდოდ, თებერვლიდან განახლდება, თუმცა კლუბების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ უმჯობესია, ჩემპიონატი იანვრის ბოლოდან განახლდეს. ამ თემაზე უახლოეს დღეებში რაგბის კავშირის გამგეობა იმსჯელებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩები აქვს გასამართი, ნოემბრის დასაწყისში მხოლოდ ერთი ტური ჩატარდება და ჩემპიონატი 1 დეკემბრიდან განახლდება.

უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გუნდები იასპარეზებენ პირველ ლიგაში. აქ თექვსმეტი გუნდი ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაში ითამაშებს. აღმოსავლეთში ათიდან ორი გუნდი რეგიონისაა. ესენია: პატარძეულის "ვეფხვები" და გარდაბნის "მგლები". მათ გარდა, სხვა ყველა თბილისიდანაა: "ხულიგანა", "თიბისი", "დევები", "დინამო", "ივერია", "ტორნადო", "სტუ" და "ბარბაროსები".

საკმაოდ მრავალფეროვანია გეოგრაფია დასავლეთ ზონაში, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი გუნდი იასპარეზებს. ფავორიტს, ქუთაისის "ბაგრატს" პირველობაში ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", ბათუმის "დელფინები", საჩხერის "ჯრუჭი" და "მარტვილი" შეეცილებიან.

პირველ ლიგაში გათამაშება სტარტს 2 სექტემბერს აიღებს. ჭაბუკთა A და B ლიგებში კი შეჯიბრება 4 სექტემბრიდან განახლდება.

I წრე
1 სექტემბერი
არმია-ჯიქები, აია-ბათუმი XV, ლოკომოტივი-ყოჩები, ლელო-აკადემია, არმაზი-ხარები

8 სექტემბერი
ხარები-ჯიქები, არმია-აია, ბათუმი XV-ლოკომოტივი, ყოჩები-ლელო, აკადემია-არმაზი

15 სექტემბერი
ჯიქები-აია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი XV, არმაზი-ყოჩები, ხარები-აკადემია

22 სექტემბერი
აკადემია-ჯიქები, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი XV-არმაზი, ყოჩები-ხარები

29 სექტემბერი
ლოკომოტივი-ჯიქები, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი XV, ყოჩები-აკადემია

6 ოქტომბერი
ჯიქები-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი XV-აკადემია

13 ოქტომბერი
ლელო-ჯიქები, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი XV

20 ოქტომბერი
ბათუმი XV-ჯიქები, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები

27 ოქტომბერი
ჯიქები-არმაზი, არმია-ბათუმი XV, ყოჩები-აია, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.

II წრე
3 ნოემბერი
ჯიქები-არმია, ბათუმი XV-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, აკადემია-ლელო, ხარები-არმაზი.

1 დეკემბერი
ჯიქები-ხარები, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი XV, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია

8 დეკემბერი
აია-ჯიქები, არმია-ლოკომოტივი, ბათუმი XV-ლელო, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული