14 და 15 ივლისს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის მესამე, დასკვნითი ეტაპი გაიმართება

AutoSharing Option
14 და 15 ივლისს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის მესამე, დასკვნითი ეტაპი გაიმართება. გათამაშებაში საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის 11 გუნდი მონაწილეობს.

პირველი ორი ეტაპი სრულიად ლოგიკურად თბილისის "ლელოს" გამარჯვებით დასრულდა. ლელოელები მეტოქეებს იოლად უსწორდებოდნენ და გამარჯვების იოტისოდენ შანსსაც არ უტოვებდნენ. შედეგად, ორი ეტაპის ჯამში "ლელომ" 40 ქულა დააგროვა და გათამაშებას ლიდერობს. მას 6 ქულით ჩამორჩება თბილისის "აკადემია", რომელმაც პირველ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, მეორეზე კი მესამეს დასჯერდა.

შვიდკაცა რაგბის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი აქვს თბილისის "ლოკომოტივსაც",
რომელიც 30 ქულით მესამე ადგილზეა.

რკინიგზელებმა პირველ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, მეორეზე კი მეხუთე. ამ გუნდების გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობენ "აია" (ქუთაისი), "ბათუმი XV", "ყოჩები" (თბილისი), "რაინდები" (ფოთი), "ბაგრატი" (ქუთაისი), "ჯიქები" (თბილისი), "არწივები" (ოზურგეთი),

შვიდკაცა რაგბი
A ჯგუფი: ლელო (თბილისი), აია (ქუთაისი), ბათუმი XV (ბათუმი), ყოჩები (თბილისი), რაინდები (ფოთი).
B ჯგუფი: აკადემია (თბილისი), ლოკომოტივი (თბილისი), ბაგრატი (ქუთაისი), ჯიქები (თბილისი), არწივები (ოზურგეთი).

ორი ეტაპის ჯამი
1. ლელო - 40 ქულა, 2. აკადემია - 34, 3. ლოკომოტივი - 30, 4. აია - 26, 5. ბათუმი XV - 24, 6. ბაგრატი - 22, 7. ჯიქები - 20, 8. ყოჩები - 12, 9. ხულიგანა - 6, 10. რაინდები - 4, 11. არმაზი - 2, 12. არწივები - 0.

მესამე და სამართალი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული