წლეულს რაგბის კავშირის გადწყვეტილებით, უმაღლეს ლიგაში რვა გუნდის ნაცვლად ათი ითამაშებს და ტურნირის ფორმატიც შეიცვლება. ჩემპიონის ტიტულისთვის ქართული კლუბები გაზაფხული-შემოდგომის სისტემის ნაცვლად, შემოდგომა-გაზაფხულზე იბრძოლებენ.
რაგბის კავშირმა ეს გადაწყვეტილება საშინაო ჩემპიონატის საერთაშორისო კალენდართან შესაბამისობაში მოყვანით ახსნა, რასაც კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდა. ამასთან ერთად, უკვე არსებობს ისეთი რაოდენობის მატერიალ-ტექნიკური ბაზა, რაც შეჯიბრების შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.
უმაღლესი ლიგის გუნდებმა გაზაფხული ტურნირი ითამაშეს, რომელიც ქვეყნის ჩემპიონმა "არმიამ" მოიგო. მას შემდეგ კლუბებში
ამათ, თავიანთი სკოლის ახალგაზრდებთან ერთად უცხოეთიდან დაბრუნებული მორაგბეებიც დაიმატეს.
საინტერესო უნდა გამოდგეს ჩემპიონატის პირველივე ტური. ქვეყნის ჩემპიონი "არმია" გათამაშების დებიუტანტს, თბილისის "ჯიქებს" ეთამაშება, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა და საკუთარ სარაგბო სკოლაში აღზრდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამ გუნდმა გაზაფხულის ტურნირზე თავი კარგად წარმოაჩინა და ყველას დაანახვა, რომ ჩემპიონატში იოლად არაფერს დათმობს.
პირველ ტურში დასავლეთ საქართველოს დერბი გაიმართება ქუთაისში, სადაც "აია" ბოლო ხანს მოღონიერებულ "ბათუმი XV"-ს დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა გვიჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია შავიზღვისპირელების ამბიციები. ქუთათურები კი, ცხადია, წლეულსაც პირველობისთვის აპირებენ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის თითქმის მთელი პირველი ხაზი საფრანგეთში გადაბარგდა სათამაშოდ.
ძნელი სათქმელია, ვინ აჯობებს თანაბარი ძალის გუნდების თბილისის "არმაზისა" და რუსთავის "ხარების" ბრძოლაში. არმაზელებმა სერიოზული შევსება მიიღეს. მათ რიგებში საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი ითამაშებს, რაც ამ ბოლომდე თავდადებით მებრძოლი გუნდის თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ბოლო წლების მუდმივი ფავორიტი თბილისის "ლელო" ასევე მუდმივად ამბიციურ და საინტერესო გუნდს თბილისის "აკადემიას" ეთამაშება.
აკადემიელები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლას გაუმართავენ მეტოქეს. "ლელომ", მართალია, ორი წამყვანი მორაგბე დაკარგა - ალექსანდრე თოდუა ("ალბი"), ლაშა აზალაძე ("არმია"), თუმცა საფრანგეთიდან უკან მობრუნებულმა შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ, წესით, პირველი ხაზი საგრძნობლად უნდა გააძლიროს.
კარგი შენაძენია "ლელოსთვის" გარემარბი ალექსანდრე ნიჟარაძე, რომელიც ინგლისიდან, ჰართპურის კოლეჯის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.
ცხადია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი". თუმცა სეზონის წინ პრობლემები ამ გუნდსაც ბევრი დაუგროვდა. მორკინალები ბაჩუკი გუჯარაიძე, გიორგი ნადირაძე და ტარიელ ვეფხვაძე საფრანგეთში გადაბარგდნენ.
ამასთან ერთად სერიოზული ტრავმა აქვს პირველხაზელ ლევან ზარიძეს. შესაძლოა მას ჯვარედინი მყესის ოპერაცია დასჭირდეს.
რკინიგზელთა მეტოქე პირველ ტურში თბილისის "ყოჩები" იქნება, რომელიც ბოლო ორი სეზონია კრიზისს განიცდის და ძირითადად 21-21 წლის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. პირველ ხაზში გუნდს მოთამაშე მწვრთნელი სანდრო ესაკია გააძლიერებს, რომელიც საფრანგეთიდან შარშან დაბრუნდა.
ერთი სიტყვით, "ყოჩები" მომავლის გუნდს აშენებს და, სავარაუდოდ, არც აწმყოში აპირებს რაიმეს იოლად დათმობას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონატი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და 8 დეკემბერს, მე-12 ტურის მატჩების შემდეგ, ზამთრის შესვენება გამოცხადდება. გათამაშება სავარაუდოდ, თებვლიდან განახლდება.
* * *
უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის გუნდები იასპარეზებენ პირველ ლიგაში. აქ თქვსმეტი გუნდი ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაში ითამაშებს.
აღმოსავლეთში ათიდან ორი გუნდი რეგიონისაა: პატარძეულის "ვეფხვები" და გარდაბნის "მგლები". მათ გარდა, სხვა დანარჩენი თბილისიდანაა: "ხულიგანა", "თიბისი", "დევები", "დინამო", "ივერია", "ტორნადო", "სტუ" და "ბარბაროსები".
საკმაოდ მრავალფეროვანია გეოგრაფია დასავლეთ ზონაში, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი გუნდი იასპარეზებს. ფავორიტს, ქუთაისის "ბაგრატს" პირველობას ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", ბათუმის "დელფინები", საჩხერის "ჯრუჭი" და "მარტვილი" შეეცილებიან.
პირველ ლიგაში გათამაშება სტარტს 2 სექტმბერს აიღებს. ჭაბუკთა A და B ლიგებში კი შეჯიბრება 4 სექტემბრიდან განახლდება.
I წრე
1 სექტემბერი
არმია-ჯიქები, აია-ბათუმი XV, ლოკომოტივი-ყოჩები, ლელო-აკადემია, არმაზი-ხარები.
8 სექტემბერი
ხარები-ჯიქები, არმია-აია, ბათუმი XV-ლოკომოტივი, ყოჩები-ლელო, აკადემია-არმაზი.
15 სექტემბერი
ჯიქები-აია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი XV, არმაზი-ყოჩები, ხარები-აკადემია.
22 სექტემბერი
აკადემია-ჯიქები, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი XV-არმაზი, ყოჩები-ხარები.
29 სერქტემბერი
ლოკომოტივი-ჯიქები, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი XV, ყოჩები-აკადემია
6 ოქტომბერი
ჯიქები-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი XV-აკადემია.
13 ოქტომბერი
ლელო-ჯიქები, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი XV.
20 ოქტომბერი
ბათუმი XV-ჯიქები, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები.
27 ოქტომბერი
ჯიქები-არმაზი, არმია-ბათუმი XV, ყოჩები-აია, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.
II წრე
3 ნოემბერი
ჯიქები-არმია, ბათუმი XV-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, აკადემია-ლელო, ხარები-არმაზი.
1 დეკემბერი
ჯიქები-ხარები, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი XV, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია
8 დეკემბერი
აია-ჯიქები, არმია-ლოკომოტივი, ბათუმი XV-ლელო, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"