აღსანიშნავია, რომ "ჯიქებმა", რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და მრისხანე მეტოქეს ცალკეულ ეპიზოდებში ტოლს არ უდებდნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატჩის არბიტრმა "ჯიქებს" სამი მოთამაშე გაუსინბინა და, ფაქტობრივად, 30 წუთის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში.
ანგარიში არმიელებმა მატჩის მე-10 წუთზე გახსნეს, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან
ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს მცდელობა არ დაუკლია, ჩათვლის მოედანში შეეღწია, თუმცა მონაგარის გაზრდა მხოლოდ საჯარიმოებით შეძლეს. კობახიძემ სამი საჯარიმო მიითვალა, რაზეც "ჯიქების" მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ ორით უპასუხა - 6:16.
ათქულიანი ჩამორჩენა ოთხ ქულამდე "ჯიქებმა" მეორე ტაიმის საწყის ექვს წუთში დაიყვანეს. ორი საჯარიმო ისევ გიორგაძის ანგარიშზეა - 12:16. თუმცა მალე "არმიას" მორიგ იერიშს საჯარიმო ლელო მოჰყვა. კობახიძემ ესეც გარდასახა - 23:12.
ამ დროიდან მოყოლებული "ჯიქები" 20 წუთი კაცნაკლულნი იყვნენ. არბიტრმა ჯერ პირველხაზელი გიორგი ოქრომელიძე გაასინბინა, მერე გიორგაძე. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ერთი ლელოს გატანა. მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი გურამ შენგელიამ გაჭრა და ლელოსთან მისულმა ბურთი გარემარბ რამაზ ხარაზიშვილს გაატანა. გიორგაძემ გარდასახა - 19:23.
დასკვნითი 20 წუთი დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. არმიელებმა გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში ორი ლელო მიითვალეს.
ორივე მორკინალების გარჯის შედეგი იყო და ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ჯერ მესამეხაზელმა ხვიჩა ბუჯიაშვილმა გამოიჩინა თავი, მერე კი შეცვლაზე შესული გოგა კაკოვინის ლელომ მოუტანა "არმიას" პრემიალური ქულა - 35:19.
არმია-ჯიქები 35:19
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჩხიკვაძე, გაგოშვილი (გაბროშვილი 69), გოგოლაშვილი (ნუცუბიძე 62), ნინიძე, სამხარაძე (ჯინაშვილი 70). (1-8) ზაქაშვილი (კაკოვინი 58), მეკოკიშვილი, გურგენიძე (დონაძე 60), დ. ჩიტიძე (სურგულაძე 65), აზალაძე (ცხადაძე 65), თხილაიშვილი, თავართქილაძე, ბუჯიაშვილი.
4ლ: ბუჯიაშვილი, ზაქაშვილი, კაკოვინი, საჯარიმო. 3ს,3გ: კობახიძე.
ჯიქები (15-9) შერმაზანაშვილი, ხარაზიშვილი, ბერძული, კუპრეიშვილი, ტურაშვილი, ნ. გიორგაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (გაგნიძე 41), ოქრომელიძე, ყავლაშვილი (ხატიაშვილი 64), მიქაძე, გოგოლაძე (ტალახაძე 69), მამრიკიშვილი, შენგელია, კიკვაძე.
ლ: ხარაზაშვილი, 4ს,გ: ნ. გიორგაძე
სინბინი: ნ.გიორგაძე, ზაბახიძე, ოქრომელიძე.
მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა
I ტური
არმაზი-ხრები 20:7
ლელო-აკადემია 25:0
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ლელო | 1 | 1 | 0 | 0 | +25 | 5 |
2. | არმია | 1 | 1 | 0 | 0 | +16 | 5 |
3. | ლოკომოტივი | 1 | 1 | 0 | 0 | +16 | 4 |
4. | არმაზი | 1 | 1 | 0 | 0 | +13 | 4 |
5. | აია | 1 | 1 | 0 | 0 | +10 | 4 |
6. | ბათუმი XV |
1 | 0 | 0 | 1 | -10 | 0 |
7. | ხარები | 1 | 0 | 0 | 1 | -13 | 0 |
8. | ჯიქები | 1 | 0 | 0 | 1 | -16 | 0 |
9. | ყოჩები | 1 | 0 | 0 | 1 | -16 | 0 |
10. | აკადემია | 1 | 0 | 0 | 1 | -25 | 0 |
II ტური
8 სექტემბერი
ხარები-ჯიქები, არმია-აია, ბათუმი XV-ლოკომოტივი, ყოჩები-ლელო, აკადემია-არმაზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"