ჭაბუკთა ლიგა: ჭაბუკებს ორი გუნდი დააკლდათ

AutoSharing Option
განახლდა საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება ჭაბუკთა A ლიგაში.

შეგახსენებთ, რომ აქ 16 გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული. თუმცა პირველი წრის დასრულების შემდეგ გამოცხადებულ შესვენებისას უსახსრობის გამო ორმა გუნდმა, თბილისის "ტორნადომ" და "ქუთაისი 2"-მა ასპარეზობა შეწყვიტა. პირველ წრეში მათ მიერ ნაჩვენები შედეგები კი გაუქმდა.

ამრიგად, ორივე ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლას შვიდ-შვიდი გუნდი განაგრძობს. A ჯგუფში 27 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს თბილისის "ლელო", რომელიც მეორე წრის პირველ ტურში ისვენებდა. მეორეადგილოსანმა "ქუთაისმა" კი სტუმრად დაამარცხა თბილისის "ჯვაროსნები" - 65:5 და ახლა ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.

გაიმარჯვა
მესამეადგილოსანმა თბილისის "ჯიქებმაც", რომელმაც ამჯერად თანაქალაქელ "წიქარას" მოუგო 47:3 და ახლა 25 ქულა აქვს. პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი გააჩნია "ივერიასაც", რომელიც "ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება. ივერიელებმა თბილისის "ლოკომოტივს" სძლიეს - 45:13.

ჭაბუკთა A ლიგა

A ჯგუფი
VIII ტური
ჯვაროსნები-ქუთაისი 6:65, წიქარა-ჯიქები 3:47, ლოკომოტივი-ივერია 13:45.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 27 ქულა, 2. ქუთაისი - 26, 3. ჯიქები - 25, 4. ივერია - 23, 5. ლოკომოტივი - 10, 6. ჯვაროსნები - 5, 7. წიქარა - 0.

IX ტური
ლოკომოტივი-ჯვაროსნები, ქუთაისი-ჯიქები, ლელო-წიქარა.

* * *
B ჯგუფში დაუმარცხებელი ორი გუნდია - რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". რუსთაველებს 30 ქულა აქვთ და "აკადემიას" ორი ქულით უსწრებს. "ხარებმა" მორიგი შეხვედრა სტუმრად მოიგო ჭიათურის "იმერეთთან" - 27:6.

აკადემიელებს კი უმძიმესი ბრძოლა გადახდათ სტუმრად ოზურგეთის "არწივებთან", თუმცა მეტოქის დამარცხება შვიდი ქულის სხვაობით მაინც მოახერხეს - 12:5.

მესამეადგილოსანმა თბილისის "ხულიგანამ", რომელსაც 21 ქულა დაუგროვდა, აუტსაიდერ თანაქალაქელებს, "ყოჩებს" სძლია - 29:6.

B ჯგუფი
არწივები-აკადემია 5:12, ხულიგანა-ყოჩები 29:6, იმერეთი-ხარები 6:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 30 ქულა, 2. აკადემია - 28, 3. ხულიგანა - 21, 4. არმია - 17, 5. არწივები - 15, 6. იმერეთი - 5, 7. ყოჩები - 2.

IX ტური
იმერეთი-არწივები, აკადემია-არმია, ხარები-ხულიგანა

* * *
B ლიგაში გათამაშება 20 სექტემბრიდან განახლდება. აქ გუნდები უკვე საპლეიოფო ეტაპზე არიან. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ამათგან მეორე ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო აგრძელებს ბრძოლას, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს.

საგულისხმოა, რომ რვა საუკეთესო გუნდებს შორის ხუთი რეგიონისაა. ესენია ქუთაისის სამი გუნდი, ფოთის "რაინდები" და რუსთავის "ხარები". თბილისის ღირსებას სამი დაიცავს: "ჯიქები", "ხულიგანა" და "აკადემია".

B ლიგა
პლეი ოფი
A ჯგუფი: ჯიქები, ხულიგანა, რაინდები, ქუთაისი 3.
B ჯგუფი: ხარები, აკადემია, ქუთაისი 1, ქუთაისი 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული