ორი მატჩიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილს სათავეში თბილისის "ივერია" ჩაუდგა, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის შარშანდელ შეჯიბრებაშიც იბრძოდა.
ივერიელებმა მეორე ტურში სტუმრად დაამარცხეს ერთ-ერთი ფავორიტი პატარძეულის "ვეფხვები" - 27:25. როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, მატჩი უკიდურესად დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. "ივერიამ" ამ გამარჯვებით საკუთარი ამბიციების საფუძვლიანობა დაასაბუთა.
პირველ ტურში ისვენებდა და ამიტომ მეორეში პირველად ითამაშა თბილისის "თიბისიმ", რომელმაც ასევე უმძიმეს ბრძოლაში შეძლო თბილისის "ხულიგანას" ძლევა - 13:8. პირველი გამარჯვება მოიპოვა
ასევე პირველად მოიგო თბილისის "ტორნადომ", რომელიც რამდენიმე წლის წინათ შექმნილი კლუბია. ტორნადოელებმა გარდაბნის "მგლებს" სძლიეს - 14:6.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ზონაში, სადაც ექვსი გუნდი ასპარეზობს, შეჯიბრება 30 სექტემბერს დაიწყება.
I ლიგა. აღმოსავლეთი
II ტური
მგლები-ტორნადო 6:14, ხულიგანა-თიბისი 8:13, უნივერსიტეტი-დინამო 5:39, ვეფხვები-ივერია 25:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. ივერია - 9 ქულა, 2. ხულიგანა - 6, 3. ვეფხვები - 6, 4. დევები - 5, 5. დინამო - 5, 6. თიბისი - 4, 7. ტორნადო - 4, 8. უნივერსიტეტი - 0, 9. მგლები - 0.
III ტური
თიბისი-მგლები, დევები-ხულიგანა, ტორნადო-ვეფხვები, ივერია-უნივერსიტეტი.
დასავლეთი: ბაგრატი (ქუთაისი), რაინდები (ფოთი), არწივები (ოზურგეთი), ჯრუჭი (საჩხერე), დელფინები (ბათუმი), მარტვილი (მარტვილი)
* * *
ამასობაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშების მე-9 ტურის შეხვედრები A ჯგუფის გუნდებს შორის.
აქ ჯერჯერობით ისევ დაუმარცხებლად ასპარეზობს თბილისის "ლელო", რომელმაც ამჯერად გათამაშების აუტსაიდერ თბილისის "წიქარას" მოუგო დიდი ანგარიშით - 64:0. ლელოელებს ახლა 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
"ლელოს" ერთი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი "ქუთაისი", რომელმაც შინ ასევე მშრალი ანგარიშით მოუგო უშუალო კონკურენტ თბილისის "ჯიქებს" - 39:0. აღსანიშნავია, რომ თბილისური გუნდი ტურნირში შესანიშნავად ასპარეზობს და ასეთი ანგარიშით მარცხი მოულოდნელი იყო. "ჯიქებს" ახლა 25 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
აუტსაიდერების, თბილისური გუნდების, "ლოკომოტივისა" და "ჯვაროსნების" დაპირისპირება რკინიგზელების გამარჯვებით დასრულდა - 46:6.
ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
IX ტური
ლოკომოტივი-ჯვაროსნები 46:6, ქუთაისი-ჯიქები 39:0, ლელო-წიქარა 64:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 32 ქულა, 2. ქუთაისი - 31, 3. ჯიქები - 25, 4. ივერია - 23, 5. ლოკომოტივი - 15, 6. ჯვაროსნები - 5, 7. წიქარა - 0.
X ტური
ჯიქები-ჯვაროსნები, ლელო-ქუთაისი, წიქარა-ივერია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"