საქართველოს ჩემპიონატი: "ხარები" და "აკადემია" პლეი ოფის მიჯნაზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის დასავლეთ ზონაში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ გათამაშებას სათავეში ორი გუნდი უდგას - რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". ორივე დღემდე დაუმარცხებელია, ერთმანეთთან დაპირისპირებაში კი პირველ წრეში ფრეს დასჯერდნენ.

"ხარებმა", რომელსაც 35 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, შინ დაამარცხა თბილისის "ხულიგანა" - 29:5. თბილისური გუნდი ამ წაგების შემდეგ ლიდერს 14 ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილზეა. აკადემიელებმა კი უმძიმეს ბრძოლაში, მატჩის მიწურულს გატანილი ლელოს წყალობით დაამარცხეს "არმია" - 10:7. "აკადემიას" 32 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა.

ტურის
კიდევ ერთ მატჩში ოზურგეთის "არწივებმა" სტუმრად დაამარცხეს ჭიათურის "იმერეთი" - 47:15. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე გუნდებს ოთხ-ოთხი შეხვედრა დარჩათ გასამართი. ლიდერთა დუეტს დანარჩენები იმდენად ჩამორჩებიან, რომ ძნელი სავარაუდოა, მათ ვინმემ პლეი ოფში გამსვლელი საგზური დააკარგვინოს.

ჭაბუკთა A ლიგა. დასავლეთი ზონა
IX ტური
იმერეთი-არწივები 15:47, აკადემია-არმია 10:7, ხარები-ხულიგანა 29:5.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 35 ქულა, 2. აკადემია - 32, 3. ხულიგანა - 21, 4. არწივები - 20, 5. არმია - 18, 6. იმერეთი - 5, 7. ყოჩები - 2.

X ტური
არმია-არწივები, ყოჩები-აკადემია, ხულიგანა-იმერეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის B ლიგაში პლეი ოფის მატჩები 21 სექტემბრიდან დაიწყება. აქ რვა გუნდი ორ, A და B ჯგუფებშია განაწილებული. ჩემპიონის ტიტულისთვის ჯგუფებში საუკეთესოები იბრძოლებენ ფინალში.

A ჯგუფები: ჯიქები (თბილისი), ხულიგანა (თბილისი), რაინდები (ფოთი), აია 3 (ქუთაისი).
B ჯგუფები: ხარები (რუსთავი), აკადემია (თბილისი), აია 1 (ქუთაისი), აია 2 (ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული