ჭაბუკთა A ლიგაში დაუმარცხებელი თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარებია"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, დაუმარცხებელი ჯერ კიდევ ორი გუნდი რჩება.

ესენი B ჯგუფის ბინადარნი, თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები" არიან.

ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
ჯგუფის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა თბილისის "ლელომ" კი პირველი მარცხი იწვნია.

ლელოელებმა მე-10 ტურში ქუთაისის "აიას" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 12:43 წააგეს. ქუთათურებმა ამ გამარჯვების შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ლელოს", რომელსაც 32 ქულა დაუგროვდა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

"ლელოს"
წამოეწია მესამე ადგილზე მყოფი თბილისის "ჯიქები", რომელმაც თანაქალაქელ "ჯვაროსნებს" მშრალი ანგარიშით სძლია - 55:0. "ჯიქებსა" და "ლელოს" შორის ქულათა სხვაობა ორამდე შემცირდა.

ასევე ორი ქულით ჩამორჩება "ჯიქებს" მეოთხეადგილოსანი თბილისის "ივერია", რომელმაც "წიქარა" დაამარცხა - 54:5.

X ტური
ლელო-ქუთაისი 12:43, ჯიქები-ჯვაროსნები 55:0, წიქარა-ივერია 5:54.

სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი - 36 ქულა, 2. ლელო - 32, 3. ჯიქები - 30, 4. ივერია - 28, 5. ლოკომოტივი - 15, 6. ჯვაროსნები - 5, 7. წიქარა - 0.

XI ტური
ჯიქები-ლელო, ქუთაისი-ივერია, ლოკომოტივი-წიქარა.

B ჯგუფი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუმარცხებლად განაგრძობენ ასპარეზობას "ხარები" და "აკადემია". რუთაველები მე-10 ტურში ისვენებდნენ. "აკადემიამ" კი "ყოჩები" დაამარცხა 43:10 და 37 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

"ხარები" აკადემიელებს ორი ქულით ჩამორჩებიან.

ლიდერებს დანარჩენები საგრძნობლად დაშორდნენ. 22 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა "არმია" , რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ოზურგეთის "არწივები" - 18:15.

B ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში თბილისის "ხულიგანამ" შინ მოუგო აუტსაიდერ ჭიათურის "იმერეთს" - 36:19.

X ტური
ხულიგანა-იმერეთი 36:19, არმია-არწივები 18:15, ყოჩები-აკადემია 10:43.

სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 37 ქულა, 2. ხარები - 35, 3. არმია - 22, 4. არწივები - 21, 5. ხულიგანა - 20, 6. ყოჩები - 7, 7. იმერეთი - 5.

XI ტური

არწივები-ხულიგანა, არმია-ყოჩები, ხარები-აკადემია

ჭაბუკთა B ლიგა
A ჯგუფი: ჯიქები (თბილისი), აია 3 (ქუთაისი), რაინდები (ფოთი), ხულიგანა (თბილისი).
B ჯგუფი: აკადემია (თბილისი), ხარები (რუსთავი), აია 1 (ქუთაისი), აია 2 (ქუთაისი).

ჭაბუკთა B ლიგაში გათამაშების მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ლიგის საუკეთესო რვა გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული.

20 სექტემბერს პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართა. A ჯგუფის სავარაუდო ფავორიტმა თბილისის "ჯიქებმა" შინ დაამარცხეს ქუთაისის "აიას" მესამე გუნდი.

ერთი თამაში გაიმართა B ჯგუფშიც, სადაც თბილისის "აკადემიამ" ქუთაისის "აია 2"-ს აჯობა - 17:5.

I ტური
ჯიქები-ქუთაისი 3 31:0, აკადემია-ქუთაისი 2 17:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული