საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა: "თიბისი" ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ისევ დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას თბილისის "თიბისი", რომელმაც თანაქალაქელი "დინამო" დაამარცხა - 34:12.

ამ თბილისურ გუნდს, რომელსაც სხვებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს გამართული, 18 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა.

"თიბისის" სამი ქულით ჩამორჩება და კვალში უდგას პატარძეულის "ვეფხვები", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "უნივერსიტეტს" - 101:7.

პატარძეულელებს ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა გარდაბნის "მგლები", რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხა სამოყვარულო კლუბი თბილისის "დევები" - 22:21. მეოთხეადგილოსანმა თბილისის "ხულიგანამ"
კი "ივერიას" სძლია - 28:20.

I ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
V ტური
ვეფხვები-უნივერსიტეტი 101:7, ივერია-ხულიგანა 20:28, დინამო-თიბისი 12:34, დევები-მგლები 21:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 18 ქულა, 2. ვეფხვები - 15, 3. მგლები - 14, 4. ხულიგანა - 13, 5. დინამო - 10, 6. ტორნადო - 8, 7. ივერია - 8, 8. დევები - 6, 9. უნივერსიტეტი - 1.

VI ტური
მგლები-უნივერსიტეტი, დევები-დინამო, თიბისი-ივერია, ხულიგანა-ტორნადო.

* * *

სტარტი აიღო გათამაშებამ დასავლეთ ზონაში, სადაც უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის ექვსი გუნდი იბრძვის.

პირველ ტურში შეჯიბრების სავარაუდო ფავორიტმა ქუთაისის "ბაგრატმა" შინ მოუგო დიდი ანგარიშით "მარტვილს" - 83:0. ფოთის "რაინდებმა" საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს ბათუმის "დელფინები" - 15:8. ოზურგეთის "არწივებმა" კი მშრალი ანგარიშით სძლიეს საჩხერის "ჯრუჭს" - 46:0.

დასავლეთი ზონა
I ტური
ბაგრატი-მარტვილი 83:0, რაინდები-დელფინები 15:8, არწივები-ჯრუჭი 46:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 5 ქულა, 2. არწივები - 5, 3. რაინდები - 4, 4. დელფინები - 1, 5. ჯრუჭი - 0, 6. მარტვილი - 0.

II ტური
მარტვილი-რაინდები, დელფინები-ჯრუჭი, ბაგრატი-არწივები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული