სამაგიეროდ, კიდევ არის გუნდი, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვების სიხარული ჯერ არ განუცდია. ეს ერთ დროს მრისხანე თბილისის "ყოჩებია".
მოდით, ამჯერად აუტსაიდერებით დავიწყოთ, მით უფრო, რომ "ყოჩები" მე-5 ტურში სწორედ უშუალო კონკურენტ თბილისის "აკადემიასთან" დამარცხდა რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით -3:6. აკადემიელთათვის ეს პირველი გამარჯვება იყო, თუმცა ისინი "ყოჩებისგან" შორს ვერ წავიდნენ, რადგან მათ ერთმანეთს მხოლოდ ორი ქულა აშორებთ.
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რაოდენ მძიმე და შეუპოვარი იქნებოდა
ახლა მე-5 ტურამდე დაუმარცხებელ "არმაზზეც" ვთქვათ. ამ გუნდმა პირველი მარცხი საქართველოს ჩემპიონთან და თასის მფლობელ "არმიასთან" განიცადა - 17:23.
აღსანიშნავია, რომ თამაშამდე არმაზელებს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან და სავარაუდო ფავორიტებთან არ უთამაშიათ. მათ მიერ ძლეული ყველა გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება. ამიტომ მუსირებდა მოსაზრება, რომ "არმაზი" "არმიას" სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
არმაზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მარცხის მიუხედავად, მათ მეტოქეს დიდი თავსატეხი გაუჩინეს.
მეტიც, მატჩის მსვლელობისას ანგარიშში წინ იყვნენ. თუმცა საბოლოოდ "არმიამ" ოსტატობაშიც აჯობა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფიზიკურად ყველაზე უკეთესადაა მომზადებული.
არმიელთა ასეთი უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით გასაკვირი არცაა. ის თავდაცვის სამინისტროს გუნდია და ყველაზე კარგი პირობები აქვს.
ამასთან ერთად, გუნდში მრავლად არიან საქართველოს ეროვნული და A ნაკრების მოთამაშეები. მიუხედავად ამისა, უშუალო კონკურენტებთან "არმიას" შარშანდელთან განსხვავებით ძალიან უჭირს. მეტიც, მეორე ტურში წაიფორხილა და თბილისში ქუთაისის "აიასთან" დამარცხდა.
ქუთათურებმა სეზონი ომახიანად კი დაიწყეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ "არმიასთან" მძიმე ბრძოლაში გამარჯვებამ იმდენი ძალა გამოაცალა, რომ ამის შემდეგ ორი მატჩი წააგეს და ერთშიც ფრეს დასჯერდნენ.
"აია" მე-5 ტურში თავის თავს არ ჰგავდა. გათამაშების ლიდერ თბილისის "ლელოსთან" გასვლით მატჩში არაფერი გამოსდიოდა და მე-60 წუთისთვის 0:29-ს აგებდა.
ამის მიზეზი, სავარაუდოდ, შერკინების პირველ ხაზში წარმოქმნილი პრობლემა უნდა იყოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ გუნდმა სეზონის წინ სამი ძლიერი პირველხაზელი მოისაკლისა - სამივე საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდებში გადაბარგდა.
ახალგაზრდები აშკარად პერსპექტიულები არიან, თუმცა ისიც ცხადია, რომ გამოცდილება და, შესაბამისად, სტაბილურობა აკლიათ.
ამასთან ერთად, როგორც ჩანს, "აიას" პრობლემები დაუგროვდა უკანა ხაზშიც. მართალია, გუნდს უცხოეთიდან ცხრა ნომერი ირაკლი როხვაძე და ფულბეკი სერგო კვერნაძე დაუბრუნდნენ, მაგრამ ჯერ სათანადოდ შეთამაშება ვერ მოახერხეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია "ლელოს" თამაში. ამ გუნდის სიძლიერე ფეხმარდი უკანა ხაზია, რომელმაც თავისი პოტენციალი სრულად სწორედ "აიასთან" დაპირისპირებაში წარმოაჩინა. ცხადია, უკანახაზელები მარტონი ვერაფერს გახდებიან.
ლელოელთა შერკინება მატჩიდან მატჩამდე იხვეწება და ყველაფერს აკეთებენ, რათა შედარებით მსუბუქ თანაგუნდელებს სათამაშო არეალი გაუზარდონ.
საინტერესო იყო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდის, თბილისის "ლოკომოტივისა" და ასევე ყველაზე გამოუცდელი "ილიაუნი ჯიქის" დაპირისპირება. რკინიგზელებმა, მართალია, პირველი ნახევარი დათმეს, მაგრამ შესვენების შემდეგ გამოცდილებისა და სწორად არჩეული ტაქტიკის ხარჯზე ახალგაზრდა "ჯიქების" ძლევა მოახერხეს.
VI ტური
ილიაუნი ჯიქი-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი-აკადემია.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ლელო | 5 | 4 | 0 | 1 | +85 | 20 |
2. | არმია | 5 | 4 | 0 | 1 | +34 | 18 |
3. | არმაზი | 5 | 4 | 0 | 1 | +34 | 17 |
4. | ჯიქები | 5 | 3 | 0 | 2 | +20 | 14 |
5. | ლოკომოტივი | 5 | 2 | 1 | 2 | +14 | 13 |
6. | აია | 5 | 2 | 1 | 2 | -10 | 11 |
7. | ხარები | 4 | 2 | 0 | 2 | -11 | 9 |
8. | ბათუმი | 4 | 1 | 0 | 3 | -39 | 5 |
9. | აკადემია | 5 | 1 | 0 | 4 | -76 | 5 |
10. | ყოჩები | 5 | 0 | 0 | 5 | -51 | 3 |