რუსთავის "ხარებმა", რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, პირველი მარცხი განიცადა.
A ჯგუფში კი ორი გამოკვეთილი ლიდერიდან მხოლოდ ერთმა, თბილისის "ლელომ" მოიგო, რომელმაც დიდი ანგარიშით, 58:13 სძლია "ჯვაროსნებს". ლელოელებმა 37 ქულა დააგროვეს და ახლა მეორე ადგილზე არიან.
გათამაშების ლიდერმა "ქუთაისმა" კი მოულოდნელად წააგო სტუმრად თბილისის "ლოკომოტივთან" - 8:11.
თბილისის "ივერია" კი "ჯიქებთან" სათამაშოდ არ გამოცხადდა. ივერიელებს წაგება ჩაეთვალათ და გათამაშებიდანაც მოხსნეს.
A ლიგა
A ჯგუფი
ლელო-ჯვაროსნები 58:13, ლოკომოტივი-ქუთაისი 11:8,
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი - 42 ქულა, 2. ლელო - 37, 3. ჯიქები - 34, 4. ივერია - 28, 5. ლოკომოტივი - 24, 6. ჯვაროსნები - 5, 7. წიქარა - 0.
XIII ტური
ჯვაროსნები-წიქარა, ლელო-ივერია, ჯიქები-ლოკომოტივი.
"ხარებმა", როგორც უკვე ვთქვით, პირველი მარცხი იწვნიეს. მისი მძლეველი "არმია" გამოდგა. არმიელებმა მეტოქეს 14 ქულის სხვაობით მოუგეს და ახლა 31 ქულით მე-3 ადგილზე არიან. რუსთაველები "არმიას" რვა ქულით უსწრებენ და მე-2 ადგილზე არიან.
გათამაშებას კი 43 ქულით თბილისის "აკადემია" ლიდერობს, რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი ჭიათურის "იმერეთი" - 64:9.
კიდევ ერთ შეხვედრაში ოზურგეთის "არწივებმა" სტუმრად მოუგეს თბილისის "ყოჩებს" - 21:12. ოზურგეთელებს 30 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან.
B ჯგუფი
ყოჩები-არწივები 12:21, აკადემია-იმერეთი 64:9, არმია-ხარები 31:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 43 ქულა. 2. ხარები - 39, 3. არმია - 31. 4. არწივები - 30, 5. ხულიგანა - 19, 6. ყოჩები - 7, 7. იმერეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"