დაუმარცხებელი აქ ერთია - თბილისის "თიბისი", რომელმაც ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგო და 23 ქულით პირველ ადგილზეა.
"თიბისიმ" ბოლო ტურში თანაქალაქელ "ივერიას" მოუგო - 53:14. მას ხუთი ქულით ჩამორჩება და ყველასთვის მოულოდნელად მეორე ადგილზეა გარდაბნის "მგლები", რომელმაც შინ მოუგო აუტსაიდერ "უნივერსიტეტს" - 17:7. ამდენივე ქულა აქვს და მესამე ადგილი უჭირავს თბილისის "ხულიგანას". ამ გუნდმა მე-6 ადგილოსანი "ტორნადოს" დამარცხება შეძლო - 22:3.
I ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
VI ტური
მგლები-უნივერსიტეტი 17:7, თიბისი-ივერია
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 23 ქულა, 2. მგლები - 18, 3. ხულიგანა - 18, 4. ვეფხვები - 15, 5. დინამო - 14, 6. ტორნადო - 8, 7. ივერია - 8, 8. დევები - 6, 9. უნივერსიტეტი - 1.
VII ტური
მგლები-დინამო, ივერია-დევები, ტორნადო-თიბისი, ვეფხვები-ხულიგანა.
დასავლეთ ზონაში ორი ტურის შემდეგ ლიდერები გამოიკვეთნენ. ორი თამაშიდან ორივე მოიგეს ქუთაისის "ბაგრატმა" და ფოთის "რაინდებმა".
ქუთათურებმა შინ დაამარცხეს საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში ოზურგეთის "არწივები" - 55:28. ფოთელმა მორაგბეებმა კი სტუმრად სძლიეს "მარტვილს" - 41:7.
ლიდერებს კვალში ჩაუდგა ბათუმის "დელფინები", რომელმაც მე-2 ტურში შინ დაამარცხა მშრალი ანგარიშით საჩხერის "ჯრუჭი" - 34:0.
დასავლეთი ზონა
II ტური
მარტვილი-რაინდები 7:41, დელფინები-ჯრუჭი 34:0, ბაგრატი-არწივები 55:28.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 10 ქულა, 2. რაინდები - 9, 3. დელფინები - 6, 4. არწივები - 5, 5. ჯრუჭი - 0, 6. მარტვილი - 0.
III ტური
ჯრუჭი-რაინდები, არწივები-მარტვილი, დელფინები-ბაგრატი.
ჭაბუკთა A ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. A ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, რადგან პლეი ოფში გამსვლელ ორ საგზურზე პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს. პირველ ადგილზე აქ 43 ქულით "ჯიქებია". მას ერთი ქულით ჩამორჩებიან "ქუთაისი" და "ლელო".
ამასთან, "ჯიქებს" ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული, ანუ მას სათამაშო აღარ აქვს. "ლელოს" მეტოქე კი ბოლო ტურში უმოტივაციო "ლოკომოტივი" იქნება. გაცილებით უკეთ აქვს საქმე "ქუთაისს", რომელიც სტუმრად აუტსაიდერ "წიქარას" ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში სწორედ "ლელო" და "ქუთაისი" გავლენ.
B ჯგუფში პლეი ოფის საგზურის მფლობელების ვინაობა ერთი ტურით ადრე გაირკვა. აქ პირველობა არავის დაუთმო თბილისის "აკადემიამ", რომელსაც 48 ქულა დაუგროვდა. მას ოთხი ქულით ჩამორჩა რუსთავის "ხარები". ეს ორი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობს.
A ლიგა
A ჯგუფი
XIII ტური
ჯვაროსნები-წიქარა 22:22, ჯიქები-ლოკომოტივი 10:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 43 ქულა, 2. ქუთაისი - 42, 3. ლელო - 42, 4. ივერია - 26, 5. ლოკომოტივი - 25, 6. ჯვაროსნები - 7, 7. წიქარა - 2.
XIV ტური
ლოკომოტივი-ლელო, წიქარა-ქუთაისი
B ჯგუფი
XIII ტური
ხარები-ყოჩები 27:5, იმერეთი-არმია 10:37, ხულიგანა-აკადემია (ხულიგანა არ გამოცხადდა).
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 48 ქულა, 2. ხარები - 44, 3. არმია - 36, 4. არწივები - 30, 5. ხულიგანა - 18, 6. ყოჩები - 7, 7. იმერეთი - 5.
XIV ტური
არწივები-ხარები, ყოჩები-იმერეთი, არმია-ხულიგანა
B ლიგაში მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. A ჯგუფის ლიდერმა "ხულიგანამ" სტუმრად იოლად მოუგო ქუთაისის მესამე გუნდს - 34:5. ამავე ჯგუფში თბილისის "ჯიქებმა" შინ მოულოდნელად რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით წააგო ფოთის "რაინდებთან" - 0:3.
B ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს თბილისის "აკადემია", რომელიც მესამე ტურში სტუმრად ფრეს დასჯერდა ქუთაისის მეორე გუნდთან - 3:3. აკადემიელებს 10 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. მათ ერთი ქულით ჩამორჩება ქუთაისის პირველი გუნდი, რომელმაც სტუმრად შეძლო რუსთავის "ხარების" დამარცხება - 5:0.
ჭაბუკთა B ლიგა
III ტური
ქუთაისი 2-აკადემია 3:3, ქუთაისი 3-ხულიგანა 5:34, ხარები-ქუთაისი 1 0:5, ჯიქები-რაინდები 0:3
A ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ხულიგანა - 14 ქულა, 2. ჯიქები - 6, 3. ქუთაისი 2- 4, 4. რაინდები - 4.
B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 10 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 9, 3. ქუთაისი - 6, 4. ხარები - 2.
IV ტური
ქუთაისი 1-აკადემია, ქუთაისი 3-ჯიქები, ხარები-ქუთაისი 2, ხულიგანა-რაინდები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"