აღმოსავლეთ ზონაში შვიდი ტურის შემდეგ ისევ დაუმარცხებელია თბილისის "თიბისი". ხოლო დასავლეთში სამი ტურის შემდეგ ასეთი ორია - ფოთის "რაინდები" და ქუთაისის "ბაგრატი".
აღმოსავლეთ ზონაში "თიბისის" კონკურენციას ვერავინ უწევს. ბადრი ბოხუას სამწყსომ მე-7 ტურში დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ტორნადოს" 41:3 და 28 ქულა დააგროვა. მას 8 ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა პატარძეულის "ვეფხვები", რომელმაც ასევე იოლად დაამარცხა შინ თბილისის "ხულიგანა" - 37:7.
"ვეფხვებს" კვალში უდგას თბილისის "დინამო", რომელმაც სტუმრად მოუგო გარდაბნის "მგლებს"
I ლიგა
VII ტური
აღმოსავლეთი ზონა
მგლები-დინამო 7:36, ივერია-დევები 20:41, ტორნადო-თიბისი 3:41, ვეფხვები-ხულიგანა 37:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 28 ქულა, 2. ვეფხვები - 20, 3. დინამო - 19, 4. მგლები - 18, 5. ხულიგანა - 18, 6. დევები - 10, 7. ტორნადო - 8, 8. ივერია - 8, 9. უნივერსიტეტი - 1.
VIII ტური
დინამო-ივერია, თიბისი-ვეფხვები, დევები-ტორნადო, ხულიგანა-უნივერსიტეტი.
დასავლეთ ზონაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა. ესენია: ფოთის "რაინდები" და ქუთაისის "ბაგრატი". მათ კონკურენციას უწევს ასევე ოზურგეთის "არწივები". ფოთელებმა მესამე ტურში სტუმრად მოუგეს საჩხერის "ჯრუჭს" 37:9 და ახლა 14 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.
"ბაგრატი" 10 ქულით მე-2 ადგილზეა, რადგან მისი შეხვედრა სტუმრად ბათუმის "დელფინებთან" გადაიდო. 10 ქულა აქვს "არწივებსაც", რომელმაც შინ შეძლო "მარტვილის" დამარცხება - 35:13.
დასავლეთი ზონა
IV ტური
ჯრუჭი-რაინდები 9:37, არწივები-მარტვილი 35:13, დელფინი-ბაგრატი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. რაინდები - 14 ქულა, 2. ბაგრატი - 10, 3. არწივები - 10, 4. დელფინები - 6, 5. ჯრუჭი - 0, 6. მარტვილი - 0.
V ტური
არწივები-რაინდები, ჯრუჭი-ბაგრატი, მარტვილი-დელფინები.
ჭაბუკთა A ლიგა
ჭაბუკთა A ლიგაში რეგულარული გათამაშება დასრულდა. A ჯგუფში პირველი ადგილი "ქუთაისმა" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო თბილისის "წიქარას" - 47:3. ქუთაისელებმა 47 ქულა დააგროვეს. ამდენივე ქულა აქვს და მეორეზეა თბილისის "ლელო". ამ გუნდმა დასკვნით მატჩში თბილისის "ლოკომოტივს" მოუგო - 69:12.
"ქუთაისი" ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება. "ლელოს" მეტოქე კი ამავე ჯგუფის გამარჯვებული "აკადემია" იქნება. პლეი ოფის მატჩები 9 ნოემბერს გაიმართება.
A ჯგუფი
ლოკომოტივი-ლელო 12:69, წიქარა-ქუთაისი 3:47, ივერია-ჯვაროსნები (ივერია არ გამოცხადდა).
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი - 47 ქულა, 2. ლელო - 47, 3. ჯიქები - 43, 4. ლოკომოტივი - 25, 5. ჯვაროსნები - 12, 6. წიქარა - 2.
B ჯგუფი
არწივები-ხარები 20:13, ყოჩები-იმერეთი 19:17, არმია-ხულიგანა (ხულიგანა არ გამოცხადდა).
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 48 ქულა, 2. ხარები - 45, 3. არმია - 41, 4. არწივები - 34, 5. ყოჩები - 11. 6. იმერეთი - 6.
ნახევარფინალი
აკადემია-ლელო, ქუთაისი-ხარები
* * *
ჭაბუკთა B ლიგაში ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო A ჯგუფში მოასპარეზე თბილისის "ხულიგანამ". მეოთხე ტურში ამ გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ფოთის "რაინდები" -12:7. ასევე უშეღავათო გამოდგა ქუთაისის მესამე გუნდისა და თბილისის "ჯიქების" დაპირისპირება, რომელშიც ქუთათურებმა იმარჯვეს - 15:7.
B ჯგუფის ლიდერი 14 ქულით ქუთაისის პირველი გუნდია, რომელმაც მე-4 ტურში შინ მოუგო თბილისის "აკადემიას" - 20:3. ამავე ჯგუფში რუსთავის "ხარებმა" ასევე შინ სძლიეს ქუთაისის მეორე გუნდს - 30:17.
ჭაბუკთა B ლიგა
ქუთაისი 1-აკადემია 20:3, ქუთაისი 3-ჯიქები 15:7, ხულიგანა-რაინდები 12:7, ხარები-ქუთაისი 2 30:17.
A ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ხულიგანა - 18 ქულა, 2. ქუთაისი 3 - 8, 3. ჯიქები - 6, 4. რაინდები - 5.
B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 14 ქულა, 2. აკადემია - 10, 3. ხარები - 6, 4. ქუთაისი 2 - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"