გათამაშებას ამჟამად ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, "ლელო" და "არმია", რომლებსაც რეალური შანსი აქვთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში პირდაპირ მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი წლეულს ახალი ფრომატით ტარდება. რეგულარული გათამაშების შემდეგ, მეორე ეტაპზე, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ექვსი გუნდი განაგრძობს. ამათგან ორი მოწინავე, ანუ პირველ და მეორე ადგილზე გასულები პიდაპირ ნახავრფინალში გავლენ.
ვინ იქნება მათი მეტოქე, ამას მესამე-მეექვსე ადგილოსნები ერთმანეთთან დაპირისირებაში გაარკვევენ. ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი კი პირველი ლიგის ორ საუკეთესოს დაუპირისპირდება უმაღლესი ლიგაში თამაშის
მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება "შევარდენის სანაკრებო" ბაზაზე", სადაც გათამაშების ლიდერი "ლელო" მესამეადგილოსან "არმაზს" დაუპირისპირდება. ამ მატჩში გუნდებს ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანები აქვთ შესასრულებელი.
ცხადია, მთავარი მოზანი ორივესთვის მოგებაა, მაგრამ ეს "ლელოს" ლიდერობის განსამტკიცებლად და თავისი საჩემპიონო ამბიციების დასამტკიცებლად სჭირდება. "არმაზი" კი წარმატების შემთხვევაში ლიდერებს წამოეწევა და პლეი ოფში მოხვედრის შანს გაიორმაგებს.
მოსალოდნელია, რომ თამაში უშეღავათო ბრძოლაში წარიმართება. ორივე გუნდს შერკინებაც და უკანა ხაზიც თანაბრად აქვთ დაბალანსებული. თუმცა ამ მატჩში "არმაზს" სერიოზული დანაკლისი ექნება.
მე-7 ტურში "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაში ხელი დაიშავა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელმა, მგეზავმა დავით კიკნაძემ. ეს არმაზელთათვის სერიოზული დანაკლისია. მით უფრო, რომ მთავარი დამრტყმელი და მექულე სწორედ კიკნაძეა.
ამასთან ერთად, "ლელოს" წარმატების მისაღწევად აუცილებლად დასჭირდება მეტოქის მორკინალთა ნეიტრალიზება. "არმაზის" შერკინება მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად გამოიყურება და ტოლი არავის დაუდო. განსაკუთრებით სახიფათო ამ გუნდის შერკინების კვაჭი გიორგი სოსელიაა, რომელმაც შვიდ მატჩში რვა ლელო მიითვალა.
თავის მხრივ, "არმაზი" ყურადღებით უნდა გაისარჯოს დაცვაში თამაშისას და განსკუთრებით ლელოელთა ფეხმარდ უკანახაზელებს უნდა უფრთხოდეს. ცხადია, "სიკეთეს" არმაზელები არც მეტოქის შერკინებისგან უნდა ელოდოს.
საინტერესო შეხვედრაა სავარაუდო ბათუმში, სადაც ადგილობრივები თბილისის "ილიაუნი ჯიქს" უმასპინძლებენ.
ეს ახალგაზრდული გუნდი წლეულს გათამაშებაში შესანიშნავად ჩაერთო და ყველა სპეციალისტი ერთხმად აღნიშნავს, რომ სამომავლოდ "ჯიქებისგან", ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ. გიორგი ამირხანაშვილის სამწყსო გასვლით მატჩს პირველად გამართავს და საინტერესოა, როგორ გავლენას იქონიებს ეს გუნდის თამაშზე.
ბათუმელებთან დაპირისპირებაში გამოჩნდება, რამდენად სრულყოფილადაა გუნდი მომზადებულო ფსიქოლოგიურად.
"ბათუმმა", მიუხედავად იმისა, რომ უსახსრობას არ უჩივიან, განვლილ ტურში აუტსაიდერ "ყოჩებთან" მატჩში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ზღვისპირელებმა შემადგენლობაში საკმაოდ სოლიდურ მორაგბეებს მოუყარეს თავი, თუმცა ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.
დაძაბული ბრძოლაა მოსლაოდნელი სატურნირო ცხრილის მეზობლების თბილისის "ლოკომოტოვისა" და რუსთავის "ხარების" შეხევდრაში. რკინიგზელებს აუცილებად გამარჯვება მართებთ, თორემ რუსთაველები გაუსწრებენ, მით უფრო, რომ "ხარებს" ერთი მატჩი "ბათუმთან" თადარიგში აქვთ.
წესით, დიდი პრობლემები არ უნდა შეექმნათ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს "არმიას" და ქუთაისის "აიას", რომელებიც აუტსაიდერებს, შესაბამისად "ყოჩებსა" და "აკადემიას" ეთამაშებიან.
VIII ტური
20 ოქტომბერი
ბათუმი-ილიაუნი ჯიქი, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები
21 ოქტომბერი
არმაზი-ლელო
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ლელო | 7 | 6 | 0 | 1 | +103 | 28 |
2 | არმია | 7 | 6 | 0 | 1 | +81 | 27 |
3 | არმაზი | 7 | 5 | 0 | 2 | +36 | 21 |
4 | აია | 7 | 4 | 1 | 2 | +35 | 20 |
5 | ჯიქები | 7 | 4 | 0 | 3 | +19 | 19 |
6 | ლოკომოტივი | 7 | 2 | 1 | 4 | -2 | 14 |
7 | ბათუმი | 6 | 2 | 0 | 4 | -28 | 10 |
8 | ხარები | 6 | 2 | 0 | 4 | -58 | 9 |
9 | ყოჩები | 7 | 1 | 0 | 6 | -58 | 7 |
10 | აკადემია | 7 | 1 | 0 | 6 | -126 | 5 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"