კობა გიორგაძისა და ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯაბნიდა და ბოლოს რომ არ დაღლილიყო, შესაძლოა ანგარიში სამნიშნა ციფრამდეც მიეყვანა.
"აიამ" თავიდანვე აგრესიული შეტევებით დაიწყო. განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეები გამოირჩეოდნენ. ქუთაისელები გელა შალამბერიძის ლელომ და გაგა სინაურიძის გარდასახვამ დააწინაურა.
აკადემიელებმა ვერაფრით მოახერხეს პოლონეთიდან "აიაში" დაბრუნებული სერგი კვერნაძის შეჩერება, რომელმაც პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს საწყის წუთებში სამი ლელო გაუტანა. მის გარდა
სტუმრებმა ქუთაისელთა ლელოების წვიმას მხოლოდ ჩაბრაძის ჯარიმით უპასუხეს. მასპინძლები შეტევებს განაგრძობდნენ და ამჯერად მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე ბურთი ზურაბ ძნელაძემ დაამიწა, სინაურიძემ გარდასახვა მახვილი კუთხიდან ზუსტად შეასრულა და "აიამ" პირველი ტაიმი 43:3 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ქუთაისელთა პირველივე მრავალფაზიანი შეტევა ხამაშურიძის გადაცემითა და ირაკლი დგებუაძის ლელოთი დაგვირგვინდა, სინაურიძემ შორიდან კვლავ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაზარდა 50:3.
მალე ირაკლი რევიშვილმა გაჭრა სტუმართა ხაზი და მორიგი ლელო გაიტანა, სინაურიძემ კი კვლავ ზუსტად გარდასახა.
ორიოდე წუთში გიორგი აბრამიძის ჯერიც დადგა. მან მეტოქეს ჩაუჭრა ბურთი და ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლად ირბინა.
სტუმართა უკანა ხაზი საერთოდ მოშლილი იყო და მალე ძნელაძესაც მისცეს გასეირნების საშუალება.
"ტურბომაც" იოლად შეაღწია აკადემიელთა ჩათვლის მოედანში და მორიგი ლელო მიითვალა. სინაურიძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 71:3 გახდა.
ბოლოს ქუთათურების დაღლით წახოძემ ისარგებლა, რომელმაც ქუთათურებს "პრესტიჟის" ლელო გაუტანა.
შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ სერგი კვერნაძემ კიდევ ერთხელ გაჭრა მეტოქის ხაზი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 76:8. "აიამ" პრემიალური ქულები მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორა.
აია-კადემია 76:8
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, კვერნაძე, ძნელაძე, გოშაძე, სინაურიძე, როხვაძე; (1-8): ხატიაშვილი (ჯიმშიტაშვილი 57), თხელიძე (მატკავა 52), წაქაძე, (ულუმბელაშვილი 52), ხელაძე (დგებუაძე 35), ჩიტეიშვილი (არაბიძე 70), რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი
12ლ: კვერნაძე (4), ძნელაძე (3), გოშაძე, შალამბერიძე, დგებუაძე, რევიშვილი, აბრამიძე. 8გ: სინაურიძე.
აკადემია (15-9) მაკაროვი (ვახვახიშვილი 64), ბუთიძე, წახოძე, მოლოდინაშვილი, მარგიანი, ჩარბაძე (ჭელიძე 46), ჯ. ღამბაშიძე (ჩინჩალაძე 72); (1-8) მაჩიტიძე, წვერავა (აზმიშვილი 69), გ. ღამბაშიძე, ობოლაძე, ნებელიშვილი, გოგოლაძე (კაპანაძე 41), ჭუაძე (ვაშაკიძე 48), ლუარსაბიშვილი (გოგოლაშვილი 51)
ლ: წახოძე. ს: ჩარბაძე
VIII ტური
ბათუმი-ილიაუნი ჯიქი 18:12
ბათუმი: 6ს - მახარაშვილი
ილიაუნი ჯიქი: 4ს - კუპრეიშვილი.
ლოკომოტივი-ხარები 27:8
ლოკომოტივი: 3ლ - ზ. მაისურაძე (2), საჯარიმო. 3გ,2ს: კავთიძე.
ხარები: ლ - პ. ჯიმშელაძე. ს: თ. კიკნაძე.
არმია-ყოჩები 34:19
არმია: 6ლ - ჩხიკვაძე, ჟღენტი, აზალაძე, ზაქაშვილი, მეკოკიშვილი, ბიწაძე. 2გ: კობახიძე, გ. ჯიმშელაძე.
ყოჩები: ლ - ჭიღლაძე. 4ს,გ: გაბუნია.
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ლელო | 8 | 7 | 0 | 1 | +119 | 33 |
2. | არმია | 8 | 7 | 0 | 1 | +96 | 32 |
3. | აია | 8 | 5 | 1 | 2 | +103 | 25 |
4. | არმაზი | 8 | 5 | 0 | 3 | +20 | 21 |
5. | ჯიქები | 8 | 4 | 0 | 4 | +13 | 20 |
6. | ლოკომოტივი | 8 | 3 | 1 | 4 | +17 | 17 |
7. | ბათუმი | 7 | 3 | 0 | 4 | -22 | 14 |
8. | ხარები | 7 | 2 | 0 | 5 | -77 | 9 |
9. | ყოჩები | 8 | 1 | 0 | 7 | -75 | 7 |
10. | აკადემია | 8 | 1 | 0 | 7 | -194 | 7 |
IX ტური
ილიაუნი ჯიქი-არმაზი, არმია-ბათუმი, ყოჩები-აია, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" საჩემპიონო ამბიციის საფუძვლიანობა დაამტკიცა