"არმია" მატჩს საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა. ქვეყნის ჩემპიონს 12 მოთამაშე დაშავებული ჰყავს, სამი კი - შალვა მამუკაშვილი, ბექა ბიწაძე და გიორგი თხილაიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იმყოფება მოკლევადიან საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც შაბათს საფრანგეთში, ტულუზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიწყო.
ცხადია, არმიელებს ამის გამო ძალიან გაუჭირდათ მეტოქის ძლევა, თუმცა არც "ჯიქებს"
პირველ ტაიმში "არმიას" დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მეტოქე დაცვაში იმდენად კარგად გაისარჯა, რომ ეს ანგარიშში ვერაფრით აისახა. ჩემპიონთა ფულბეკმა და მთავარმა დამრტყმელმა ბახვა კობახიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ორი საჯარიმო ვერ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში "ჯიქებმა" პირველად 31-ე წუთზე შეაღწიეს. საკმაოდ სახიფათოდაც შეუტიეს, მოლის გამოყენებით "არმიას" დაცვა საგრძნობლად შეავიწროვეს, ჩათვლის მოედანს ორ მეტრში მიუახლოვდნენ, მაგრამ არმიელებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს.
ანგარიში კი 38-ე წუთზე გაიხსნა, როცა კობახიძემ მესამე ცდიდან მაინც შეძლო ბურთის კარის ძელებს შორის გატარება. "ჯიქებმა" ამაზე ორ წუთში ვლადიმერ კუპრეიშვილის საჯარიმოთივე უპასუხეს და პირველი ნახევარი უჩვეულო ანგარიშით, 3:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის 28 წუთი "ჯიქების" უპირატესობით წარიმართა. მათ, ისევე, როგორც "არმიელებს", ლელოს გატანის არაერთი შანსი მიეცათ, თუმცა უშედეგოდ. 66-ე და 68-ე წუთებზე გარემარბმა რამაზ ხარაზაშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა და "ჯიქები" 9:3 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ იქამდე ხარაზაშვილმა და კუპრეიშვილმა თითო საჯარიმო ვერ გამოიყენეს.
"არმიამ" წაგების საფრთხე იგრძნო და მთელი სიმძლავრით ამოქმედდა. 72-ე წუთზე არმიელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. მათ ბურთის აუტში გადატანა გადაწყვიტეს. ხუთმეტრიანი დერეფანი იოლად მოიგეს და მოლი შეკრეს.
"ჯიქებმა" მეტოქის მიძალების შეჩერება წესის დარღვევით მოახერხეს. "არმიამ" ისევ აუტში გადაიტანა ბურთი.
დერეფნიდან ისევ მოლი ააგორეს, მიაწვნენ და ბოლოს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთით ხელში მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი იყო. შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა ბაირამაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:9.
მასვე სამიოდ წუთში საჯარიმოს გატანაც შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ეს კი ადვილი შესაძლებელი იყო, საბედისწერო შეცდომა გამომდგარიყო. "ჯიქებმა" მატჩის მიწურულს მეტოქეს ხელდახელ, მორკინალების მოკლე დარტყმებით შეუტიეს.
"არმიას" მოედნის ნახევარზე გადასულებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა კარში არ დაარტყეს და იქვე გაათამაშეს. ათიოდ მეტრით წინ წაიწიეს და ცდილობდნენ, მეტოქის თამაშის წესი დაერღვიათ. თუმცა მორიგი მოლის აგორებისას ბურთიც დაკარგეს და მატჩის მოგების შანსიც.
"ჯიქებმა", მართალია, წააგეს, მაგრამ მათმა თამაშმა აჩვენა, რომ არამარტო პლეი ოფში გასვლა, არამედ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლიათ.
ილიაუნი ჯიქი-არმია 9:10
ილიაუნი ჯიქი (15-9) კალანდაძე, ხარაზიშვილი (კიკნაძე 75), ბერძული, კუპრეიშვილი, ნოზაძე (შენგელია 67), ფურცელაძე, ზაბახიძე. (1-8) ხატიაშვილი (ოქრიაშვილი 41), ოქრომელიძე (სვანიძე 55), გაგნიძე (ყაულაშვილი 41), მიქაძე (ტრაპაიძე 58), გოგოლაძე, მამრიკიშვილი, ტურაშვილი, კიკვაძე.
3ს: ხარაზიშვილი (2), კუპრეიშვილი.
არმია (15-9) კობახიძე (ბაირამაშვილი 41), გაბროშვილი 46), ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე (გაგოშვილი 72), გოგოლაშვილი, ნინიძე, სამხარაძე. (1-8) ზაქაშვილი (ქორიძე 70), მეკოკიშვილი, გურგენიძე (ხოსიტაშვილი 41), არჩუაშვილი, სურგულაძე (ნავროზაშვილი 41), ცხადაძე, აზალაძე, ბუჯიაშვილი.
ლ: არჩუაშვილი. გ: ბაირამაშვილი. ს: კობახიძე.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
X ტური
ბათუმი-აია 13:26
ბათუმი: ლ - სვინტრაძე. 2ს,გ: მახარაშვილი.
აია: 2ლ - ყურაშვილი, ხელაძე. 4ს,2გ: სინაურიძე
ხარები-არმაზი (გადაიდო)
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ლელო | 10 | 9 | 0 | 1 | +167 | 43 |
2 | არმია | 10 | 9 | 0 | 1 | +112 | 41 |
3 | აია | 10 | 7 | 1 | 2 | +133 | 34 |
4 | არმაზი | 9 | 6 | 0 | 3 | +21 | 25 |
5 | ლოკომოტივი | 10 | 4 | 1 | 5 | +28 | 22 |
6 | ჯიქები | 10 | 4 | 0 | 6 | +11 | 22 |
7 | ბათუმი | 9 | 3 | 0 | 6 | -50 | 14 |
8 | ხარები | 8 | 2 | 0 | 6 | -104 | 9 |
9 | აკადემია | 10 | 2 | 0 | 8 | -206 | 9 |
10 | ყოჩები | 10 | 1 | 0 | 9 | -112 | 7 |
XI ტური
ხარები-ილიაუნი ჯიქი, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლოკომოტივმა" მეორე წრე დაქოქა