საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა თებერვლამდე ისვენებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგი, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ ზონაში დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს თბილისის "თიბისი", რომელმაც ყველა მატჩი მოიგო და 42 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

"თიბისი" მე-11 ტურში ერთ-ერთ კონკურენტს, თბილისის "ხულიგანას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით სძლია - 18:16.

ამ მარცხის შემდეგ "ხულიგანას", რომელსაც 29 ქულა ჰქონდა, თბილისის "დინამო" წამოეწია, რომელმაც დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი თბილისის "უნივერსიტეტი" - 31:5. უნივერსიტეტელებს აქამდე ერთხელაც არ მოუგიათ.

29 ქულა აქვს ასევე პატარძეულის "ვეფხვებს", რომელმაც სტუმრად წააგო თბილისის "ივერიასთან". კიდევ ერთ
შეხვედრაში გარდაბნის "მგლებმა" სტუმრად მოუგეს თბილისის "ტორნადოს" 17:11. ახლა გათამაშებაში 2013 წლის თებერვლამდე შესვენებაა გამოცხადებული.

I ლიგა
XI ტური
ტორნადო-მგლები 11:17, დინამო-უნივერსიტეტი 31:5, თიბისი-ხულიგანა 18:16, ივერია-ვეფხვები 31:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 42 ქულა, 2. დინამო - 29, 3. ვეფხვები - 29, 4. ხულიგანა - 29, 5. მგლები - 23, 6. ივერია - 22, 7. ტორნადო - 14, 8. დევები - 11, 9. უნივერსიტეტი - 1.

დასასრულს უახლოვდება შეჯიბრება ჭაბუკთა A ლიგაში, სადაც ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ქუთაისში "აიამ" თბილისის "აკადემიას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 6:6.

პირველი შეხვედრა ქუთათურებს თბილისში მოგებული ჰქონდათ - 13:10 და ამიტომ ფინალის საგზური სწორედ მათ ერგოთ.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ძლიერი რუსთავის "ხარები" აღმოჩნდა, რომელმაც განმეორებით მატჩში შინ ათი ქულის სხვაობით დაამარცხა თბილისის "ლელო" - 16:6. პირველი მატჩი "ლელოს" მინიმალური სხვაობით ჰქონდა მოგებული 8:7 და ოქროს მედლებისკენ გზა რუსთაველებს დაუთმო.

მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 26 ნოემბერს "ავჭალის სარაგბო მოედანზე" გაიმართება.

ჭაბუკთა A ლიგა
ნახევარფინალი
ქუთაისი-აკადემია 6:6 (13:10)
ხარები-ლელო 16:6 (7:8)

III ადგილი
ლელო-აკადემია

ფინალი
ხარები-ქუთაისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული