ათი ტურის შემდეგ რუსთაველები 13 ქულით მერვე ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან მეშვიდეადგილოსან "ბათუმს". თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ხარებს" ერთი თამაში თადარიგში აქვს. მომდევნო მე-11 ტური 1 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გათამაშებას 43 ქულით თბილისის "ლელო" ლიდერობს. ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" მას ორი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 34 ქულით ქუთაისის "აიაა", რომელიც თავის მხრივ უახლოეს მდევარ თბილისის "არმაზს" ცხრა ქულით
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ლელო | 10 | 9 | 0 | 1 | +167 | 43 |
2 | არმია | 10 | 9 | 0 | 1 | +112 | 41 |
3 | აია | 10 | 7 | 1 | 2 | +133 | 34 |
4 | არმაზი | 9 | 6 | 0 | 3 | +21 | 25 |
5 | ლოკომოტივი | 10 | 4 | 1 | 5 | +28 | 22 |
6 | ჯიქები | 10 | 4 | 0 | 6 | +11 | 22 |
7 | ბათუმი | 9 | 3 | 0 | 7 | -50 | 14 |
8 | ხარები | 9 | 3 | 0 | 6 | -104 | 13 |
9 | აკადემია | 10 | 2 | 0 | 8 | -206 | 9 |
10 | ყოჩები | 10 | 1 | 0 | 9 | -112 | 7 |
XI ტური
ხარები-ილიაუნი ჯიქი, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"